ტროპარი და კონდაკი დიდმოწამე მიქაელისა, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტ მხედართა მისთა
ტროპარი და კონდაკი დიდმოწამე მიქაელისა, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტ მხედართა მისთა
ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ნიჭებ კურნებათა მომდინარესა წყაროჲსაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა, მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელს მთავარსა ბრწყინვალესა, მოყვასთა თანა ღმრთივ-შეერთებულთა, გალობათა ყვავილითა გვირგვინოსან ვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა, და ქართველთა ეკლესიისა შვენიერებად.
ბეჭდვა
1კ1