ტროპარ-კონდაკი წმიდისა მოწამისა ევსტათი მცხეთელისა
ტროპარ-კონდაკი წმიდისა მოწამისა ევსტათი მცხეთელისა
ტროპარი
ნათლითა ელვარითა შემკულო მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო ევსტათი, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.

კონდაკი
მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაი უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენსა უხილავთა მბრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრნა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განგებისა საღმრთოთა კავშირთა, რამეთუ ესევითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცის ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა.
ბეჭდვა
1კ1