დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (V)
დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (V)
ხსენება 15 (2) ივლისი
ტროპარი
ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედა ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი
ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივმიმადლებულო უბიწოო, მოანიჭე სამღდელო სამოსელი შენი, დაფარე სამოსელად კაცთა, ვინაცა დადებასა მისსა ვდღესასწაულობთ სურვილით და გიგალობთ შენ წადიერად, უსძლოო: გიხაროდენ, ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო!
ბეჭდვა
1კ1