28.06.2007
ტროპარი
წინაისწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტეს მოსლვისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს გცემთ
შენ, რამეთუ ბერწობაი დედისა და უტყუებაი მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, და განხორციელებაი სიტყუისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.
კონდაკი
ბერწი შობს დღეს ქრისტეს წინამორბედსა და იგი არს სავსება ყოვლისა წინაისწარმეტყუელებისა, რამეთუ რომელი წინაისწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ამან იორდანესა შინა ნათელ-სცა, გამოსჩნდა ღმრთისა სიტყუისა წინაისწარმეტყუელად, ქადაგად და წინამორბედად.