ტროპარ-კონდაკი წმიდისა მოწამისა თევდორე მღვდელისა (კველთელისა)
ტროპარ-კონდაკი წმიდისა მოწამისა თევდორე მღვდელისა (კველთელისა)
ტროპარი
გზათა წრფელთა უფლისათა მავალმან გზაი უშჯულოთა მათ დრკუდ წარუმართენ, რამეთუ დასდევ სული შენი მეფისა და ერისათვის შენისა, ვინაიცა მღვდელობისა წესითა განშუენებული წამებისა სისხლითა შეიმკევ, თევდორე ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი
უსისხლოისა მსხუერპლისა შემწირველი და მესაიდუმლოე წმიდისა სამებისა ძღუნად პატიოსნად მისა შეიწირე და ებაძვე ამხუმელსა ცოდუათა სოფლისათა, რომელი-ეგე ვითარცა კრავი შორის მგელთა გამოსჩნდი და დასდევ სული ცხოვართათვის ქრისტესთა, ამისთვისცა პატიოსნისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი გიღაღადებთ, წმიდაო თევდორე, რაითა მეოხებითა შენითა გვიხსნას უფალმან ყოველთა განსაცდელთაგან.
ბეჭდვა
1კ1