ტროპარ-კონდაკი მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი
01.06.2007
ტროპარი
მოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით
და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა.
კონდაკი
მეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლე მოგინადირა და სიბნელეთ თვალთაგან წამისყოფით მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმრთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაცა დედოფლისა ნანაის თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიის ეკლესიისანო.