ლოცვა მძღოლთა შეწევნისა და დაცვისათვის
ლოცვა მძღოლთა შეწევნისა და დაცვისათვის
ყოვლადსახიერო და ყოვლადმოწყალეო უფალო, მფარველო ჩვენო წყალობითა და კაცთმოყვარებითა შენითა, გევედრები მე, უღირსი ესე: დაგვიფარენ მეყსეულისა სიკვდილისაგან, გვიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან მე ცოდვილი და ყოველნი თანამავალნი ჩემნი, ჩემზედა მონდობილნი. შემეწიე მე, რათა უვნებელად წარვიყვანნე იგინი ადგილთა თვისთა მეოხებითა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა.

მიხსენ მე, უფალო, რათა შემძლებელ ვიქმნე სპეტაკითა მით სვინდისითა მიწევნად ფრიადსა მას მხცოვანებასა ჩემსა და არა დამძიმებულ ყოფად სული ჩემი ბრალითა მით მოკლვისა, გინა დაბძარვისა კაცთასა უდებებითა მით ჩემითა, რათა მარადის იდიდებოდეს ყოვლადწმიდა სახელი შენი, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, სამებაო ერთარსებაო, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბეჭდვა
1კ1