ფეხმძიმე ქალის ლოცვა
ფეხმძიმე ქალის ლოცვა
ჰოი, ყოვლადდიდებულო ღვთისმშობელო, შემიწყალე მე, მხევალი ესე შენი (სახელი), მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობისა და განსაცდელისა ჩემისასა, რამეთუ მრავალ არიან ისინი, ოდეს შვილთა შობენ ცოდვილნი ასულნი ევასნი. მოიხსენე, ჰოი, კურთხეულო დედათა შორის, ვითარითა სიხარულითა და სიყვარულითა ვიდოდი მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცლადღებისასა. აგრეთვე მოიხსენე სასწაული, რომელ ქმნა მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩჩვილსა ზედა, და მოუკლებელითა სახიერებითა შენითა მომმადლე მე, უმდაბლესსა მხევალსა შენსა, მშვიდობით დახსნად მუცელ-ქმნულობისაგან ჩემისა. მომმადლე მე, რაითა წიაღთა შინა ჩემთა მყოფმან ჩჩვილმან სიხარულევანითა კრთომითა, მსგავსად წმიდისა ჩჩვილისა იოანესა, თაყუანის-სცეს უფალსა ღმერთსა მაცხოვარსა, რომელმანცა ჩვენ ცოდვილთა სიყვარულისა გამო ჩჩვილად ყოფაი არა მოიძაგა. დაატკბენ სალმობანი ჩემნი, მოწევნადნი ჟამსა შობისასა, გამოუთქმელითა სიხარულითა შენითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, რაჟამს იხილე ახალშობილი ძეი შენი და ღმერთი შენი. შენგან შობილმან მხსნელმან ჩემმან, ცხორებამან სოფლისამან, მიხსნას მე სიკვდილისაგან, რომლითა მოისრვებიან მრავალნი დედანი ჟამსა შობისასა, და აჰა ესერა მიითუალოს ნაყოფი მუცლისა ჩემისაი შორის რჩეულთა ღმრთისათა. შეიწყნარე, ყოვლადწმიდაო ზეციურო დედოფალო ჩემო, გლახაკი ვედრებაი ესე ჩემი და მომხედე მე ცოდვილსა ამას მადლმოსილითა თვალითა შენითა; ნუ სირცხვილეულ-ჰყოფ სასოებასა ჩემსა შენისა დიდისა მოწყალებისა მიმართ და დამიფარე, შემწეო ქრისტეანეთაო, მკურნალო სნეულთაო, ღირს-მყავ განცდად ჩემ ზედა, რომ ხარ დედაი მოწყალებისაი, რაითა მარადის ვადიდებდე მადლსა შენსა, რომელი არა სადა დააგდებს ლოცვასა გლახაკთასა და იხსნის ყოველთა შენდამი შევრდომილთა ჟამსა ჭირთა და სნეულებათა. ამინ.
ბეჭდვა
1კ1