ტროპარ-კონდაკი წმიდა ანტონ მარტომყოფელისა
ტროპარ-კონდაკი წმიდა ანტონ მარტომყოფელისა
ტროპარი
ხატად ღმრთის შემქმნელმან, წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოითა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთუელი ყოველთაი, და მოუძღუანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი
მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მიეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი და შუენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებოდინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი წმიდაი, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა ივერიისა.
ბეჭდვა
1კ1