ტროპარ-კონდაკი წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელ ეპისკოპოსისა
ტროპარ-კონდაკი წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელ ეპისკოპოსისა
ტროპარი
საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმეი მოიგე, ნეტარო, აღმყუანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი და სარწმუნოებით იღუაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღვდელმთავარო ნეოფიტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი
ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა ნეოფიტეს ყოვლადსამღვდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება, მოისიბრძნა სამოსლისა მღდელობითისა და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე, მამაო საწადელო, ღუაწლის დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაი შეუძვრელი.
ბეჭდვა
1კ1