ყოველდღე სათქმელი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის მიმართ, თუ გსურს მისი ხილვა შენი სულისა და ხორცის განყოფის დროს
ყოველდღე სათქმელი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის მიმართ, თუ გსურს მისი ხილვა შენი სულისა და ხორცის განყოფის დროს
შეიწყნარე აწ, დიდებულო დედოფალო ჩემო სახიერო, გლახაკი ვედრებაი ჩემი, უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული, ვითარცა ყოვლისა მეცნიერმან და უფროისღა ჩემისა უძლურებისამან. მე უკუე შენ მიერ ვიცან გზაი ჭეშმარიტებისაი, შენ მიერ აღმოვიწოდე ადგილთაგან სასიკუდინეთა, რომლისათვის საქმენი ჩემნი და მოძრაობანი ღამისანი და დღისანი, საქმითნი და სიტყვითნი, მეცნიერებითნი და უმეცრებითნი შენ უწყი და მეცნიერ ხარ და შენ შუამდგომელად ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღმრთისა მომიგიე, შენ შემიწყალე მე, შენ შემეწიე მე, შენ იყავ თანამოქმედ ჩემდა ყოველთა შინა საქმესა კეთილსა, ნებისაებრ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისა. შენ უწყი, ზესთა სახიერო დედოფალო, რამეთუ სიჩჩოთგან ფრჩხილთა ჩემთათ და დედობრივთა წიაღთათ შენდა შევვარდი და შენ შეგევედრე, დაღაცათუ ბოროტად დავიცევ თავი ჩემი, გარნა არა ვუწყი სხუა შესავედრებელი ანუ მწე, გინა ხელისამპყრობელი და ღმრთისა მიმართ შუამდგომელი, გარნა შენ, დედოფალო ჩემო, ყოველთავე საქმეთა ჩემთა შენ მიგითხრობ და შენ ახოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი.

შენ უწყი, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხოი და არა მაქუს ადგილი, სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი, დედისა ქრისტეს ღმრთისა ჩემისა. შენ ხარ შემწე ჩემი, დედოფალო, შენ ხარ მხსნელი ჩემი, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ - ჩემი ღმრთისა მიმართ თავსმდები, შენ - მამაი ჩემი, შენ - ჩემი წინამძღუარი, შენ - ჩემი მოგზაური, შენდამი დამიძს ყოველი სასოებაი ჩემი. შენ იცი უღონობაი ჩემი, რამეთუ არავინ მაქუს გარნა შენ და შენგან შობილი ქრისტე. ამისთვის ნუ მომიძაგებ და ნუ განმაგდებ მე, სახიერო, ნუცა სძლევს სიმრავლეი ბოროტთაი ჩემთაი შენსა სახიერებასა, გაქუს უფსკრული მოწყალებისაი, ვითარცა ზესთა მოწყალისა ღმრთისა დედასა, მხოლოდ ინებე და მე ვცხონდე, ვერვინ წინააღგიდგების შენ, რამეთუ დედაი ხარ, რომელმან ყოველივეი შექმნა ღმრთისა ჩემისა იესუსი. ვიცი, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი და არა ვარ ღირს ახილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთასა, არამედ შენ თუ მოიხილავ ჩემ ზედა, არა ვინ არს დამაყენებელ. შემეწიენ მე, წმიდაო დედოფალო ჩემო, შემეწიენ მე და ნუ შემერაცხების მე ესე ცოდვად, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, არამედ უფროისღა მომეც მე სინანული, მომეც მე წყაროი ცრემლთაი, მომეც მე სულთქუმაი და შემუსრვაი გულისაი, რაითა ვსტიროდე უბადრუკთა საქმეთა ჩემთა, რამეთუ მე ვარ, დედოფალო ღმრთისმშობელო, უფსკრული ცოდვათა, მე ვარ, რომელმან ყოველთა ზესთა ბუნებათა ვიუსჯულოე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა. ვიცი, დედოფალო, რამეთუ უსიტყუელ ვარ და უღირს ყოვლისა კაცთმოყუარებისა და უღირს ყოვლისა ტანჯვისა და არა მაქუს სიტყუაი სიტყუისა მიცემად, ამისთვისცა მოწყალებისა მიმართ ძისა და ღმრთისა შენისა მოვივლტი და სახიერისა მეუფისა და შემოქმედისა ჩემისა. შენ მიძღოდე მე და მმართებდე და განმსწავლე მე, ღმრთისმშობელო. უსასყიდლოდ ვეძიებ შენგან მდიდართა წყალობათა, შემიწყალე მე, ვითარცა გნებავს და ვითარცა ბრძანებ, ნუ განმაგდებ პირისა შენისაგან და ნუ განმაშორებ საფარველსა შენსა, ნუ უცხო მყოფ შენისა მოწყალებისაგან. შემიწყალე მე უცხოი, შემიწყალე მე მოსავი შენი, შემიწყალე მე, რომელსა ყოველი სასოებაი ჩემი დამიძს შენდამი და მასწავე მე ძლიერებაი შენი, ღმრთისმშობელო. და რამეთუ უკუეთუ მაცხოვნო ცოდვილი, დიდ არს ძვირუხსენებლობაი და სულგრძელებაი და რამეთუ უკუეთუ ღირსსა შეეწიო და შეიწყალო, ესე არა არს საკვირველ, არამედ უფროისღა მე შემეწიე, არამედ მე შემიწყალე, მომეც ხელი შეწევნისაი, რომელი ქუემდებარე ვარ, მე უდებსა, მე დახსნილსა, მე უმადლოსა და უგულისხმოსა, ფიცხელსა და უნანელსა და ყოვლითა ძვირითა საქმითა და სიტყვითა შეგინებულითა აღსავსესა და წესითაცა უცხოსა ყოვლისა კეთილის მოქმედებისაგან.

ჰოი, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, მოწყალე იქმენ ჩემ ზედა, უღონოსა, უცხოსა და საწყალობელსა, და ჰყავ ჩემ ზედა მდიდრად წყალობაი შენი, რაითა ცხოვნებულმან ვაქო შენგან შობილი ჭეშმარიტი ქრისტე ღმერთი ჩემი და გადიდო შენ, ჩემი მაცხოვარი, ჩემი ნუგეშინის-მცემელი, ჩემი ხელისამპყრობელი და ჩემი მცველი. შემეწიე მე, წმიდაო დედოფალო, შემეწიე და ღირს-მყავ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისაითა, რაითა ვჰყო ნებაი ძისა შენისაი და ღმრთისა ჩემისაი და რაითა ვმსახურო მას, ვითარცა ჯერ-არს და ესრეთ აღვესრულო, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, და წმიდათა ანგელოზთა მიერ ძღომილ ვიქმნე მისისა მის წმიდისა და ნათლით შემოსილისა საყოფელისა მიმართ, რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანის-ცემაი, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
01.02. 2022
ამინ ამინ ამინ ამინ ⛪
ამინ შენ დაიფარე და შემეწიე ჩემო დედა ღვთისმშობელო დიდება დიდება დიდება ამინ ⛪
08.04. 2019
ნათია
ამინ! ამინ! ამინ!!!
11.04. 2017
mao
amin
11.12. 2016
ნინო
ამინ!
10.12. 2016
თამარი
ამინ
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler