ლოცვა უშვილობისას
ლოცვა უშვილობისას
წმინდათა მართალთა იოაკიმესა და ანას მიმართ

ტროპარი:
რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღვთივ-მონიჭებული გვიშვეს ჩვენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ განცხრების სოფელი და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩვენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.

კონდაკი:
იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოით მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.
ბეჭდვა
1კ1