ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის ტროპარ-კონდაკი
ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის ტროპარ-კონდაკი
ტროპარი
იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმრთისა, რომელმანცა მოსცა ესევითარი მამა, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ.

კონდაკი
წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყვარე, მამაო იოსებ, ამისთვისცა ქვეყანასა ზედა ცხოვრებითა შუენიერითა და ქცევითა საწადელითა იქცეოდი და იქმენ შეზავებულ, ვითარცა მარილითა, სიყვარულითა ღმრთისათა, ამისთვის გნატრით და გევედრებით, რათა გვიოხო წინაშე მეუფისა.
ბეჭდვა
1კ1