ლოცვა ილია წინასწარმეტყველის მიმართ
ლოცვა ილია წინასწარმეტყველის მიმართ
ჰოი, ყოვლადდიდებულო წინასწარმეტყველო ილია, ღვთისა მიერ განათლებულო, ანგელოსთაგან ქებულო, ეკლესიისაგან პატივცემულო, მორწმუნეთაგან თაყუანისცემულო, ქრისტიანეთა მიერ სასოებით სანატრელო, ლოცვითა შენითა მრავალთა საკვირველებათა მოქმედო და ნიშებ-სასწაულითა გაბრწყინვებულო, ხარისხით ხარისხად აღამაღლე უწმინდესნი მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, არქიეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელო და სამონაზვნო წესნი.

განანათლენ ღვთისმსახურნი მთავარნი და ქრისტესმოყუარე მხედრობა, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოჰმადლოს ქუეყანასა მშვიდობა, ეკლესიათა დიდება და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

ჰოი, ყოვლადპატიოსანო წინასწარმეტყველო ილია, ჭეშმარიტებისა მქადაგებელო, ჭეშმარიტისა და ყოვლადმოწყალისა ღვთისა მიერ გვითხოვე, რათა მოანიჭოს ქუეყანასა მშვიდობა, ჰაერი კეთილი, ნაყოფთა უხვება, საზრდელთა იაფობა, მშიერთა გამოზრდა, ნაკლულევანთა ნუგეშინისცემა და ყოველთავე სრულება, ხოლო სულითა მოგუმადლოს სასუფეველი ცათა, წიაღთა აბრაამისთა განსვენება, მამათ-მთავართა თანა დაბანაკება, წინასწარმეტყუელთა თანა შეერთება და ანგელოსებრივი მარადის ღვთისა გალობა, მადლობა და კურთხევა, რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბეჭდვა
1კ1