ღვთისადმი სამადლობელი ლოცვა თხოვნის აღსრულების შემდეგ
ღვთისადმი სამადლობელი ლოცვა თხოვნის აღსრულების შემდეგ
ტროპარი, ხმა 4
მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი (მხევალნი) შენნი, უფალო, დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწლეობასა და მონებრ სიყუარულით გიღაღადებთ შენ, კეთილისმყოფელო ჩუენო, მაცხოვარ, დიდება შენდა.

კონდაკი, ხმა 3
ქუელისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირსქმნილნი უხმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულსმოდგინედ შენდა მომართ მოვილტვით და მადლობასა ძალისაებრ შევწირავთ, და შენ, ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა, დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა, ღმერთო, ყოვლადმოწყალე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმრთისმშობელო, ქრისტეანეთა შემწეო, მომპოვებელნი შენისა შუამდგომელობისანი მადლიერებით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა მარადის გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო მსწრაფლ შუამდგომელო.
ბეჭდვა
1კ1