ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ
ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ
ჰოი, ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე, რომელთა სულნი ქრისტესთვის წარიწყმიდენით და სისხლითა თქუენითა აგარაკი მისი განაპოხიერენით! შეიწირეთ ვედრებანი და ამოოხრვანი, გულითა შემუსრვილითა აწ მიძღუანებულნი თქუენდა. რამეთუ უსჯულოებითა დაბნელებულვართ და ამისთვისცა განსაცდელთა, ვითარცა ღრუბელთა, გარემოუცავთ, ზეთისაგან კეთილისა ცხორებისა დაცარიელებულვართ ფრიად და ვერშემძლებელვართ წინააღდგომად მგელთა მტაცებელთა, რომელნიცა მიტაცებად სამკვიდრებელსა ღმრთისასა სილაღით ისწრაფვიან. ჰოი ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ შემწეობითა თქუენითა დაგვიფარენით ჩუენ, ჰოი, შეგვიწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თვისისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1