მღვიმევის ულამაზესი მონასტრის დედების მიერ აღვლენილი ლოცვა, მომლოცველებს დიდ ნუგეშს აძლევს
მღვიმევის ულამაზესი მონასტრის დედების მიერ აღვლენილი ლოცვა, მომლოცველებს დიდ ნუგეშს აძლევს
ვინც ერთხელ მაინც მოილოცავს მღვიმევის ღვთისმშობლის შობის ტაძარს  უდაოდ შეიგრძნობს წინაპართა მადლიანი ლოცვის მოზღვავებას. დღეს მღვიმევში დედათა მონასტერია დაფუძნებული და დედების მიერ აღვლენილი ლოცვა, მომლოცველებს დიდ ნუგეშს აძლევს.

ეს მონასტერი ზემო იმერეთში, ჭიათურის მახლობლად სოფელ მღვიმევში მდებარეობს. იგი ციცაბო კლდეებში ბუნებრივი გამოქვაბულის პირას დგას.

ლიტერეტურაში მღვიმევის მონასტერი მხოლოდ XVIII საუკუნიდან იხსენიება. პირველ ცნობას მის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერაში" ვხვდებით, სადაც ავტორი სულ რამდენიმე სიტყვით ეხება მონასტრის მდგომარეობას. უფრო დეტალური აღწერა ძეგლისა, ეკუთვნის მოგზაურსა და მეცნიერს დიუბუა_დე_მონპერეს.

გარდა დიდი ეკლესიისა მღვიმევის გამოქვაბულში მოთავსებულია ნახევარზე მეტად კლდის მასივში შეჭრილი მცირე ზომის სამლოცველო. ეკლესიის ქვეშ ნაწილობრივ კლდეშიც, კამარით გადახურული ხელოვნური გვირაბია გაკეთებული, რომელიც თავის დროზე, ჩანს მონასტრამდე მისასვლელ საიდუმლო გზას წარმოადგენდა.

KARIBCHE

მღვიმევის მონასტრის მთავარი ეკლესია არის უგუმბათო ორნავიანი. ეკლესიას ცხრა სარკმელი აქვს: შვიდი თაღოვანი და ორი მრგვალი. იატაკი ეკლესიაში ქვისაა.  XIII საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება მღვიმევის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაც. მღვიმევის ფასადების მორთულობა ნიკორწმინდაში მოცემული მხატვრობის გადმოღებაა.

ცნობილია, რომ მღვიმევის ფრესკული მხატვრობის ძველ ფენაში წარმოდგენილი საერო პირები, წარწერების თანახმად მღვიმევის აღმშენებლები, რაჭის ერისთავები_ძმები რატი და ნიანია კახაბერიძეები არიან. XIII საუკუნეში ისინი ყვირილის ხეობაში აგებენ საგვარეულო ეკლესიას და სურვილი ჰქონდათ მიემსგავსებინათ ნიკორწმინდის ტაძრისთვის.

KARIBCHE

მღვიმევის მხედრული და ასომთავრული ფრესკული წარწერები უკავშირდება ამშენებელთა პორტრეტებს. წარწერაში დასახელებულ კახაბერიძეთა გვარი კარგადაა ცნობილი ძველ ქართულ წყაროებში. რაჭის ერისთავების მაღალი წოდება კახაბერიძეებს, მატიანების მიხედვით, უკვე თამარის მეფობისას ჰქონდათ. ამ დროიდან მოყოლებული XIII საუკუნის 80_იანი წლების დასასრულამდე. თითქმის ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისისნი რაჭის მმართველები არიან. კახაბერიძეთა ასული გვანცა, როგორც ცნობილია, დავით გიორგი ლაშას ძის მეუღლე და მეფე დემეტრე თავდადებულის დედა იყო.

მღვიმევში, გარდა ფრესკული მხატვრობისა, კახაბერიძეთა გვარის წარმომადგენლების სახელები შემოგვინახა ვერცხლის ჭედურმა ხატებმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახება მღვიმევის მონასტერში. 1923-1924 წლებში, ხატები თბილისში იყო ჩამოტანილი. ინახებოდა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების კაბინეტში, შემდეგ "მეტეხის" მუზეუმში.

ამჟამად ხატები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. აქედან ვედრების კომპოზიციის სამ ხატში ნათლისმცემლისა და მაცხოვრის ხატების წარწერებში რაჭის ერისთავი რატია მოხსენიებული. ხოლო ღვთისმშობლის ხატის წარწერაში რუსუდანი.

KARIBCHE

რუსუდანი და რატი იხსენიებიან მღვიმევისავე მაცხოვრისა და ჯვარცმის ხატების წარწერებშიც. სამწირველის ფასადზე მოთავსებული მხედრული წარწერა გვამცნობს: "განახლდა სამწირველი ესე ქალწულ მოწამისა ეკატერინასა სახელსა ზედა წელთა უფლისათა ჩყგ". 1875 წლის ცნობას შეიცავს მღვიმევში დაცული ვერცხლისყდიანი პატარა  სახარების მინაწერი, გაკეთებული ვინმე ბერ იოანეს მიერ, რომელიც ამ დროს მღვიმევის მონასტრის არქიმანდრიტად მჯდარა. მღვიმევში მონასტერი მოქმედი ყოფილა ვახუშტი ბატონიშვილის დროსაც. იგი გარკვევით ამბობს: "ამ ბჟინევის ხევს ზევით, ყვირილის ჩრდილოთ კერძ კიდეზედ, არს მღვიმე, კლდე დიდი გამოკვეთილი და მას შინა მონასტერი უგუმბათო, წითლის ბრწყინვალების ქვით ნაშენი, კახაბერ რაჭის ერისთავისაგან აღშენებული ქვაბსა შინა დის წყარო დიდი და კეთილი, უზის არქიმანდრიტი". XIX საუკუნის 30-იან წლებში მონასტერი კვლავ მოქმედია. ამას მოწმობს დიუბუას მონათხრობი აქაურ ბერებზე.

KARIBCHE

მომდევნო  თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ცნობები მღვიმევის მონასტრის შესახებ არ შემონახულა. მხოლოდ XIX საუკუნის 80-იან წლებში "მწყემსში" დაბეჭდილ მღვდელ იოსებ წერეთლის წერილში ნათქვამია, რომ მონასტერი მთელს იმერეთის ეპარქიაში ერთადერთია.
ბეჭდვა
1კ1