აი, თქვენი შემოწირულობის შედეგი - დიდებული ტაძრის მშენებლობა ხაშურში დასასრულს უახლოვდება
აი, თქვენი შემოწირულობის შედეგი - დიდებული ტაძრის მშენებლობა ხაშურში დასასრულს უახლოვდება
"კარიბჭის" მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი.
სწორედ თქვენი დახმარებით, უფლის შეწევნით, ამ დიდებული ტაძრის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ეზოს მოწყობის სამუშაოები ნაწილობრივ შესრულდა.
აი, ასე გამოიყურება ტაძარი დღეს.


ახლა დარჩენილია იატაკის მოპირკეთება. უფლის შეწევნით, ტაძარში მსახურებაც მალე აღევლინება.

ვისაც სურვილი გაქვთ, შეეწიოთ ტაძრის აღმშენებლობის მადლიან საქმეს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე:
GE50BG0000000550190700
მიმღები მალხაზ ნოზაძე

ტელ.: 598 61 45 66 - მამა ლევანი.

წმინდა თორმეტი მოციქულის მადლი გეწეოდეთ!
უფალმა შეუწიროს ტაძრის თითოეულ შემომწირველს და მადლი და წყალობა არ მოაკლოს!
ბეჭდვა
1კ1