შავნაბადის წმინდა გიორგის მონასტერი
შავნაბადის წმინდა გიორგის მონასტერი
უძველესი გადმოცემით, ერთ-ერთ ბრძოლაში თეთრცხენოსან ჭაბუკს მტრის სარდალი დაუმარცხებია. მეფეს მისთვის ჯილდოდ შავი ნაბადი უბოძებია. გამარჯვებულებს უახლოეს ეკლესიაში პარაკლისი გადაუხდიათ. მეფესთან ერთად ტაძარში ის გმირიც ყოფილა. ლოცვის შემდეგ მეფეს მოუკითხავს. ჭაბუკი არსად ჩანდა. მაშინ ღმერთს გაუნათებია მათთვის გონება - წმინდა გიორგის ფრესკაში ჭაბუკი მეომარი შეუცვნიათ. იმ დღიდან ამ მთას შავნაბადის მთა დარქმევია, ხოლო ეკლესიას შავნაბადის წმინდა გიორგის ეკლესია. ამ სასწაულის გამო სახალხო დღესასწაული დაწესებულა, შავნაბადობა. ტაძარი დარბაზული ტიპისაა.

მოგვიანებით მისთვის ვინმე ბურთიკოვს (ბურთიკაშვილი) სამრეკლო მიუშენებია.
1992 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 150-წლიანი დუმილის შემდეგ, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს, ტაძარში აღდგა ქართული მართლმადიდებლური ღვთისმსახურება.


ბეჭდვა
1კ1