ვინ იხილავს უფლის აკვანს
ვინ იხილავს უფლის აკვანს
ღრუბლებს ქარი რომ გადაყრის და ნისლიც გაიფანტება, შორიდანაც კი მოჩანს დალოცვილი მყინვარწვერი. იქ ეგულებოდათ ძველ ქართველებს მიჯაჭვული ამირანი... იქ, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, აუგიათ ჩვენს წინაპრებს მონასტერი და ბეთლემი უწოდებიათ. ამ მონასტრიდან მთელ საქართველოს სწვდებოდა ღირსი მამების ლოცვის მადლი.

მოხევური გადმოცემით, ბეთლემის მღვიმე წმინდა გიორგის საბრძანისი ყოფილა. ივერიას რომ გაუჭირდებოდა, მაღლიდან დაინახავდა მთავარმოწამე, გამოაგელვებდა თავის მერანს და წინ გაუძღვებოდა ბრძოლის ველზე ქართველობას.

ბეთლემი ”სახლს პურისას” ნიშნავს. ასე ერქვა ქალაქს ისრაელში, სადაც დაიბადა უფლის მამად წოდებული დავით წინასწარმეტყველი და სადაც თვით მაცხოვარმა ინება გარდამოხდომა. ადგილნი, რომლებიც ბეთლემად იწოდებიან, მოზიარენი არიან მისი მადლისა. ასეთივე მადლმოსილია ჩვენი ბეთლემიც.

ძნელად მისადგომი მდებარეობა მონასტერს ხშირად განძთსამალავად აქცევდა ხოლმე. ამას მოწმობს მატიანეები თუ ზეპირსიტყვიერი გადმოცემები. ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს, რომ ბეთლემში ”იტყვიან უფლისა აკვანსა მუნ და აბრაჰამის კარავსა, მდგომსა უსვეტოდ, უსაბლოთ და სხვათა საკვირველთა, არამედ მე ვდუმებ”. იოანე ბატონიშვილის მიხედვით კი მეფე ერეკლეს დროს მღვიმეში ასულა იოსებ მოხევე, წმინდა და ღმერთშემოსილი მამა, რომელსაც იქ უხილავს კარავი და აკვანი აბრაამ მამამთავრისა და მეფე ერეკლესთვის კარვის ნაჭერი მოურთმევია. დიმიტრი ბაქრაძისთვისაც უთქვამთ მოხევეებს, ბეთლემის მღვიმეშიაო ქრისტეს ბაგა, მოსეს კარავი, ზეციური მანანის მარაგი და ის ძღვენი, მოგვებმა რომ მიართვესო ყრმა იესოს.

ბეთლემის საგანძურზე ერთი მოხევური თქმულებაც მოგვითხრობს: გერგეტის უდაბნოში უმოღვაწია წმინდა ბერს მამა მამუკას. ერთხელ მას წმინდა გიორგი გამოსცხადებია და უთქვამს: ”შენი ღვთისმოსაობა ღირსს გხდის, წახვიდე და მყინვარწვერზე ჩემი საბრძანისი იხილო. მისი ნახვა ბევრს ენატრებოდა. ბევრს უცდია, მაგრამ იქამდე ვერავის მიუღწევია. ვერც ვინმე მიაღწევს უწმინდური, მხოლოდ წმინდანებს აქვთ ჩემი ნებით იქ ასვლის უფლებაო”. უბრძანებია წმინდანს მამუკასთვის: წასულიყო, თან საკიდელი წაეღო და ვინმე დამხმარედ წაეყვანა.

შვიდი დღე-ღამე ილოცა და იმარხულა ღირსმა მამამ სამების ტაძარში. შემდეგ ახსენა ღმერთი, საკიდელი აიღო, წავიდა და თან ახალგაზრდა ძმისწული გაიყოლა. სამი დღის შემდეგ ერთ ყინულიან ფლატეს მიადგნენ. მამუკამ საკიდლის ბოლო ბიჭს მისცა, თვითონ კი ქვემოთ ჩაეშვა. თითქმის ჩასული იყო, რომ ბიჭს საკიდელი ხელიდან გაუსხლტა და მამუკას ჩაჰყვა. ბიძამ დაამშვიდა ყმაწვილი, - ალბათ, ასეთია წმინდა გიორგის ნება, აქ დარჩი და მომიცადე, სანამ მოვბრუნდებითო. წასულა და ორი დღის შემდეგღა გამოჩენილა. ძმისწულისთვის მოუყოლია, რომ ნახა ბეთლემის მშვენიერი ტაძარი, რომელიც ლუსკუმი ყინულის მთის წვერზე იდგა. მთას ძირიდან წვერამდე ყინულში გამოკვეთილი კიბე მიუყვებოდა. კიბეს შესდგომოდა მამუკა. რომ აეთავებინა, საოცარი სანახაობა გადაშლოდა თვალწინ. მთის წვერი საგანგებოდ გადაჭრილს ჰგავდა. კალოსავით მრგვალი და ხელისგულივით სწორი ვაკე მზეზე გაყინულ ტბასავით ლაპლაპებდა. ”აი, ამ ყინულის კალოზე დგას ბეთლემის ეკლესია - წმინდა გიორგის საბრძანებელი, - უთხრა ძმისწულს მამუკამ, - აქედან გადმოჰყურებს ჩვენს ცოდვილ ქვეყანას და არა გამოეპარება რა, რაც კი წუთისოფელში უსამართლობა ხდება. ეკლესია სულმთლად ყინულისაა, მშვენიერის ხელოვნებით გამოჭრილი. შუა იატაკზე თვლებით მოჭედილი ოქროს აკვანი დგას, ზედ მტრედი ზის და არწევს”. საკურთხეველში ერთი საკვირველებაც უნახავს ღირს მამას, მაგრამ... ”ნება არა მაქვს, მოგითხრო. თუ გსურს, შენც ნახო ეს ყველაფერი, ცოდვას ნურასოდეს ჩაიდენ, ნურც იმას გაამხელ, რაც ახლა გიამბეო”, - უთქვამს ყმაწვილისთვის და წასულა.

ბიჭი ატირებული დაბრუნებულა შინ, მშობლებისთვის მოუყოლია ბიძის ნაამბობი და... დამუნჯებულა.

ხევსურული თქმულებით კი გახუა მეგრელაური, გუდანის ხატის მკადრე, ღვთისშვილს წაუყვანია და ერთ მღვიმეში შეუყვანია. გამოქვაბულში გახუას ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმა უნახავს. ზედ მტრედები დაჰღუღუნებდნენ პატარას და ”იფქლის მარცვლებს აჭმევდესავო”, - უთქვამს.

ხევში დიდი კრძალვა ჰქონდათ ბეთლემისა. მის ახლომახლო ნადირობას ვერავინ ბედავდა, - ვინც გაკადნიერებულა და უნადირია, თურმე თვალისჩინი დაუკარგავს.

მიდამო მართლაც ღვთაებრივი მადლით იყო ცხებული: დაჭრილი ჯიხვი გამოქვაბულამდე თუ მიასწრებდა, იკურნებოდა.

ბეთლემის მღვიმე, როგორც ვთქვით, ზღვის დონიდან 3982 მეტრზე იყო გამოკვეთილი, ”ფრიალოსაებრ ჩამოთლილ კლდეზე”. კლდე თავისი მოწითალო ფერის გამო შორიდანვე გეცემათ თვალში და სრულიად მიუვალად მოგეჩვენებათ.

მღვიმეში ასვლა მხოლოდ ზემოდან ჩამოშვებული ჯაჭვით შეიძლებოდა. მის ქვემოთ, 250 მეტრით დაბლა, ბეთლემის მონასტერი მდგარა ეკლესიითა და სენაკებით. გადმოცემით, იგი წმინდა ნინოს დაარსებული ყოფილა. დიდი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ აქ ღირსი მამები, დაითმენდნენ შიმშილს, სიცივეს, ებრძოდნენ უხილავ მტერსა და საკუთარ ვნებებს.

KARIBCHEმაგრამ გავიდა ხანი და ბეთლემის ქვაბიცა და მონასტერიც დაცარიელდა. კაცთა შორის საღმრთო მოშურნეობის შემცირებამ გააუდაბურა წმინდა სავანე. რუსეთის სამთო საზოგადოების ექსპედიციას, რომელიც 1913 წელს ასულა იქ, საყდარი და სენაკები დანგრეული დახვედრია, რისი მიზეზიც, მათი აზრით, ზვავი ან კლდის ჩამოშვავება უნდა ყოფილიყო. იმ დროს შემორჩენილი ყოფილა ტაძრის ხის ნაწილი. ათი-თხუთმეტიოდე წლის შემდეგ ნიაღვარს ისიც დაუნგრევია. ამგვარი უნახავს მონასტერი სერგი მაკალათიას. მასაც, ისევე, როგორც ბევრ სხვას, ბეთლემის ქვაბი დანგრეული ეგონა... ალბათ, იმ ღვთისმბრძოლი ხელისუფლების ჟამს წმინდა გიორგიმ დაიფარა თავისი საბრძანისი.

გავიდა ხანი. უწმინდესი კალისტრატეს პატრიარქობის ბოლო წლებია. სამამულო ომში გამარჯვებული ქართველები ტაო-კლარჯეთის დაბრუნებაზე ოცნებობენ. ამ დროს საქართველოში მოხდა ისეთი რამ, რამაც დიდი სულიერი მუხტი მისცა ერს და ანუგეშა მხცოვანი პატრიარქი. 1947 წლის დეკემბრის მიწურულს თბილისის ალპურ კლუბს შეატყობინეს, რომ ყაზბეგის ციცაბო კლდეებში შემჩნეული იყო ჯაჭვიანი კარი. კლუბის წევრები ქალბატონ ალექსანდრა ჯაფარიძის მეთაურობით იქით გაემგზავრნენ. დიდთოვლობა ყოფილა მაშინ და ბაქო-ძაუჯიყაუს შემოვლით მხოლოდ 4 იანვარს შესულან ყაზბეგში, ორი დღის შემდეგ კი მყინვარისკენ გასდგომიან გზას. ცხრასაათიანი მომქანცველი სიარულის შემდეგ მეტეოროლოგიურ სადგურს მიაღწიეს და იქ გაათენეს, დილით კი ბეთლემის მონასტრისკენ გასწიეს. ქრისტეშობა დღე იდგა, გზა საკმაოდ რთული და სახიფათო იყო. როგორც იქნა, მიაღწიეს კლდეს და გამოქვაბულიდან ჩამოშვებული ჯაჭვის ბოლო დაინახეს. მოგზაურები განცვიფრდნენ - ჯაჭვს, რომელიც, ვინ იცის, რამდენი საუკუნისა იყო, ჟანგი არც კი მოჰკიდებოდა.

ავიდნენ მაღლა, ასწიეს ჯაჭვი და გამოქვაბულის კარი გააღეს.

ეს სწორედ ქრისტეშობა დღეს მოხდა.

მღვიმეში განსაცვიფრებელი სისუფთავე სუფევდა. იგი კლდეში ხელოვნურად გახლდათ გამოკვეთილი. კედლები თითქმის მრგვალი იყო, უკუთხო, ჭერი კი გუმბათს მოაგავდა. გამოქვაბული მთლიანად შეთეთრებული იყო, იატაკზე ოთხკუთხა ფიქლები ეგო.

არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ მღვიმეში სულიერი ცხოვრობდა.

გამოქვაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იდგა წმინდა ტრაპეზი, საკმაოდ დიდი ზომისა. მისი ფუძე ხელოვნურად იყო ამოყვანილი და შელესილი, ხოლო ზემოდან ანდეზიტის ბრტყელი თლილი ქვა ედგა. ტრაპეზზე გადაფარებული იყო ქსოვილი, ზედ კი ეწყო ხის ლამბაქი და ჯამი და ხისავე პატარა ორგანყოფილებიანი პენალი, რომელშიც სხვადასხვა დროის ვერცხლის ფული ეყარა. იქვე იდგა ბრინჯაოს სამფეხა შანდალი და მირონის შესანახი ხის ჭურჭელი, გვერდით კი - ხის სამფეხა შანდალი.

ტრაპეზის ორივე მხარეს იატაკიდან თაღამდე ხის ორი ბოძი იყო აღმართული. ზედ გამოებათ თეთრი ქსოვილი, რომელზეც ტრაპეზის ჩრდილოეთ მხარეს ფარდასავით გადაეკიდათ თეთრი ქსოვილისავე ნაჭრები. ამ ქსოვილებზე მიეყრდნოთ ჭედური დროშა-ხატი, სავარაუდოდ, XIII საუკუნისა, ასომთავრული წარწერით. ქსოვილებზე ჯვრები იყო გამოსახული.

სპეციალისტთა აზრით, ეს ქსოვილები XIX საუკუნისაა, თუმცა სხვა მხრივაც ეტყობოდა, რომ აბრაამის კარვის ნაწილები ვერ იქნებოდა.

KARIBCHEამას გარდა, გამოქვაბულში იპოვეს ისრის პირი, თითბრის პატარა ეჟვანი, საზიარებელი ხის კოვზი, ხის ჭურჭლის სათლელი ხვეწი და სხვა წვრილმანები. ყველა ეს ექსპონატი ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ჩააბარეს. შემდგომში მუზეუმში ჩამოიტანეს ბეთლემის კარი და ჯაჭვიც, რომლის სიგრძე 5,5 მეტრია. კარს გარედან - მთლიანად, შიგნიდან კი ნაწილობრივ აქვს გადაკრული 2 მმ სისქის რკინის ფურცელი, რომელიც მსხვილთავიანი რკინის ლურსმნებითა და რკინისავე დაგრეხილი რგოლებითაა მოჭედილი და ლომისის ტაძრის კარებს მოგვაგონებს. უფლის აკვანი, მამა აბრაამის კარავი და სხვა სიწმინდენი ალექსანდრა ჯაფარიძის ექსპედიციას არ უნახავს. ისინი ვერც 1978 და 1980 წლებში თბილისის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ მოწყობილმა ექსპედიციებმა აღმოაჩინეს. მათ მიერ ბეთლემის მიდამოებში მიკვლეული არქეოლოგიური ნივთები - მინის ჭურჭელი, ხის მაგიდის ნაწილი, წმინდანთა ძვლების სანაწილე - და წარწერები კი X-XI საუკუნისა აღმოჩნდა. ზოგიერთი ნიმუში,

რადიოკარბონული ანალიზის თანახმად, 1920±50 და 1060±125 წლებით დაათარიღეს. ხოლო უფლის აკვანი, მამა აბრაამის კარავი და სხვა სიწმინდენი კი თითქოს სამუდამოდ მიეფარა ჩვენს თვალთაგან.

ვახუშტი ბატონიშვილი, ბეთლემზე რომ მოგვითხრობს, ამბობს: ”მყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნიო”. ვინ იცის, ეგებ მყინვარწვერზე ჯერ კიდევ არის კაცთაგან დაფარული მღვიმე, რომელშიც ეს უდიდესი სიწმინდეებია დამარხული...

”ნეტავ ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმინდასა მისსა”, ნეტავ ვინ იქნება ”მკადრე”, ღირსი ოქროს აკვანში ჩაწლილი ყრმის ხილვისა? ალბათ ის, ვინც შეძლებს და საკუთარ გულს, ამ კლდეში შეთხრილ მღვიმეს, იქ დაბუდებულ ქვემძრომთაგან განწმენდს და გაამშვენიერებს.

უღრმეს მადლობას ვუხდით ბატონ ვანიკო ჯაფარიძეს,
ალექსანდრა ჯაფარიძის ძმისშვილს, დოკუმენტური და
ფოტომასალის მოწოდებისათვის.
ბეჭდვაელფოსტა
15.06. 2022
ნინო
საინტერესოა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat