წმინდა ნიკოლოზის სავანე მირონ-ლუკიაში
წმინდა ნიკოლოზის სავანე მირონ-ლუკიაში
წმიდა ნიკოლოზი ღრმა სიბერეში, 342 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა.  დაკრძალეს იქ, სადაც მოღვაწეობდა – ქალაქ მირონ-ლუკიის (დღევანდელი ანტალია) საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი სხეული მეოთხე საუკუნიდან მეთერთმეტე საუკუნის ბოლომდე იქ იყო დაცული. მეთერთმეტე საუკუნეში, დიდი შემოსევების დროს, მაჰმადიანები ანადგურებდნენ და წვავდნენ ყველაფერს, ოსმალები ბიზანტიის მცირე აზიის სამფლობელოებს სასტიკად არბევდნენ, შეურაცხყოფდნენ წმინდა ტაძრებს, სიწმინდეებს... მათ განზრახული ჰქონდათ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების განადგურება. რამდენჯერმე გაიძარცვა მირონ-ლუკიის საკათედრო ტაძარიც, მაგრამ მომხდურმა ვერ მიაგნო წმინდა ნიკოლოზის საფლავს. ის განსაკუთრებულ ადგილას იყო დაკრძალული.
გადმოცემით, 792 წელს ხალიფა ხარუნარ-რაშიდმა ფლოტის უფროსს, ხუმეიდს, კუნძულ როდოსის დარბევა უბრძანა. ხუმეიდმა მირონ–ლუკიას მიაშურა, რათა წმიდა ნიკოლოზის საფლავი გაეძარცვა. თუმცა, ხუმეიდს შეეშალა და წმინდა ნიკოლოზის საფლავთან მდებარე სხვა საფლავი გახსნა. როგორც კი უსჯულოები ავიდნენ გემზე, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ზღვა გამძვინვარდა და ხუმეიდის ყველა ხომალდი ზღვის ტალღებში დაინთქა.
წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილებს დღესაც მირონი სდის. სასულიერო პირები მას საფლავიდან წელიწადში ერთხელ იღებენ – წმიდა ნაწილების ბარში (იტალია) გადმოსვენების დღესასწაულზე – 9,22 მაისს. მირონი საფლავიდან სპეციალური მოწყობილობით ამოაქვთ და ნაკურთხი წყლით აზავებენ.

ღვთის შეწევნით რამდენიმე ხნის წინ მოვილოცეთ დღევანდელი ანტალიის, მირონ-ლუკიის წმინდა სავანე. ის წმინდა ადგილი, სადაც მოღვაწეობა სიცოცხლის ბოლომდე წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი. დღემდეა შემონახული წმინდანის სარკოფაგი... მართლმადიდებლური ტაძარი თავისი უდიდესი სიწმინდეებით მუზეუმში აქვთ შემოზღუდული. აქვე გთავაზობთ ფოტო მასალას.
თეა ცაგურიშვილის ფოტოები

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE



ბეჭდვა
1კ1