ანჩისხატი - ღვთისმშობლის შობის ტაძარი
ანჩისხატი - ღვთისმშობლის შობის ტაძარი
ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა.
გადმოცემით, ეს უძველესი ტაძარი უნდა იყოს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში. "საუნჯე გეს" მიხედვით ვგებულობთ, რომ ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს (ამჯამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია. 1675 დომენტი III კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო. 1683 ეკლესია მოხატეს ნიკოლოზ კათოლიკოსის თაოსნობით. ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში არადგინეს, 1814 ხელმეორედ მოხატეს და დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.
ბეჭდვა
1კ1