ვანის ქვაბების მთავარი ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა
ვანის ქვაბების მთავარი ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა
წმინდა იოანე ნათლისმცემლის კიდევ ერთი მადლიანი მონასტერია ვანის ქვაბები. მთავარი ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. ზედ კლდეზეა დაშენებული წმინდა გიორგის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია.

IX საუკუნის ეს ულამაზესი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, ვარძიის მახლობლად მდებარეობს. მისი ტიპიკონი ხელნაწერთა ინსტიტუტში დღესაც ინახება. ხელნაწერებიდან ირკევვა, რომ მონასტერში ცხოვრება საკმაოდ მკაცრი ყოფილა. მხოლოდ ორ დღეს შეეძლოთ ბერმონაზვნებს მზის სინათლეზე გამოსვლა, დანარჩენ ხუთ დღეს საკუთარ სენაკებში განმარტოებულნი ატარებდნენ.

საკურთხეველი კლდეშია ნაკვეთი. ქვედა სართულის ეკლესიაც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი. მონასტრის წინამძღვარია იღუმენი მათე (ვაშაყმაძე).
იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს წირვა ჩატარდება ვანის ქვაბთა მამათა მონასტერში..დილის 9-30 ზე..შეგეწიოთ იოანე ნათლისმცემელი.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE


KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1