თავკვეთულას მონასტერში ერთი ბერის აღვლენილი ლოცვა
თავკვეთულას მონასტერში ერთი ბერის აღვლენილი ლოცვა
11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესასწაულს მორწმუნეთა უმრავლესობა თავკვეთულას მონასტერში აღნიშნავს. წლების წინ ამ მადლიან ადგილას მოხვედრა მხოლოდ მდინარეში ფეხით გასვლით შეეძლოთ. ამჯერად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გამართული ხიდის საშუალებით მიეახლებიან თავკვეთულას გამოქვაბულს. იმის გამო, რომ გამოქვაბული მომლოცველთა რაოდენობას ვერ იტევს, გარეთაც იდგება ღია ტრაპეზი და მის გარშემო აღევლება წირვა-ლოცვა.

თავკვეთულას მონასტერი დღესასწაულამდე მოვილოცეთ... მდინარეზე, ხიდის გავლის შემდეგ ვიწრო ბილიკმა გამოქვაბულამდე მიგვიყვანა. წინ ერთი ბერი შემოგვეგება და მეგზურობაც გაგვიწია. დიდი თხოვნის შემდეგ "კარიბჭისთვის" მცირე საუბარზეც დამთანხმდა. ბერი ალექსი ოცი წელია ღვთისმსახურია. თავკვეთულას მოანსტერში კი ორი წელია მსახურობს.
-მონასტერი, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ეკუთვნის. მონასტრის წინამძღავრი მეუფე ნიკოლოზია. მე კეთილმოწესე, -მიამბობს მამა ალქესი.

KARIBCHE

-მამაო, ხომ არ იცით როგორ აღმოაჩინეს აქაურობა?

-თავკვეთულას მონასტერი მეუფე იობმა ოცი წლის წინ აღმოაჩინა. გაოცებულები იყვნენ აქაურობის ნახვით. სოფელმა იცოდა ამ ადგილის არსებობა. აქვეა სოფელი აფნია და თმოგველები, რომლებსაც აქ მინიდვრები აქვთ. თიბვრის დროს როცა ჩამოდიოდნენ ახალგაზრდობაში კომუნისტების დრო იყო, სიცხეს თავს ამ გამოქვაბულში აფარებდნენ. გამოქვაბულის ერთ კედელზე თურმე წყალი გროვდებოდა და სასმელად იყენებდნენ. აქვეა ქვის ემბაზი, ინათლებოდნენ კიდევაც და ერთგავარდ წყლის რეზევრუარიც ჰქონდათ. გაჭირვების ჟამს როცა მტერს თავს აფარებდნენ აქ ცხოვრება შეეძლოთ.

KARIBCHE

როგორც მეუფე იობმა თქვა, ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი, მაგრამ მოიაზრება როგორც VII-VIII საუკუნეების ტაძრად. გამოქვაბულში ორი დიდი ლოდია. მტრის შემოსევის დროს შემოსასვლელ გვირაბში ამ ლოდს შიგნიდან აფარებდნენ. ტრაპეზის ქვაც გამოკვეთილია.
ოცი წლის წინ რაც მეუფემ ნახა ეს ადგილი, მას შემდეგ ყოველ წლის 11 სექტემბერს, თავკვეთულობას იკრიბებიან სასულიერო პირები, მორწმუნეები.

- თავკვეთულას სახელიც საიდან წამოვიდა?

- მეუფე იობი ადრე აქაურ მხცოვან ბაგრატ პაპას ელაპარაკა, მეც ვიცნობი ბაგრატ პაპას. ამ ადამიანმა 107 წელი იცხოვრა. ბაგრატ პაპა ბრძენი ადამიანი, მებაღე იყო. ამ ადამიანმა თქვა, რომ ამ ადგილს თავკვეთულა ერქვაო. ადრე აქაურობას სამერცხულს ისე იცნობდნენ, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარია.. სასწულებიც ხდებოდა, ყოველი წელს ტაძრის დღესასწაულზე მდინარეზე წყალი იწევდა და ფეხით გადადიოდა ხალხი. წირვის შემდეგ თუ დიდხანს დარჩებოდნენ მუცლამდე წყალში გასვლა უწევდათ. ორი წლის წინ მოხდა სასწაული, წყალმა არ დაიწია. თურქებს ჰესი აქვთ გაკეთებული, გაუშვეს წყალი და ხალხს გაუჭირდა გადასვლა. მაშინ გადაწყდა აქ ხიდის აშენება. ამ დროიდან თავკვეთულაზე მონასტრული ცხოვრებაც აღდგა.
შეგევწიოს თავკვეთულას მონასტრის მადლი.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1