წმინდა ექვთიმე (თაყაიშვილი) ღვთისკაცი თურქეთის მიერ მიტაცებულ ჩვენს მიწაზე:
წმინდა ექვთიმე (თაყაიშვილი) ღვთისკაცი თურქეთის მიერ მიტაცებულ ჩვენს მიწაზე:
გაზეთში "ქართული საქმე" ( N7, 1947 წ.) ამგვარი საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე.

იშხანი

ეს კათედრალი ტაძარი აგებულია ტაოში, ოლთისის წყლის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ ტაფობზე. ტაძარი აუგია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეს, საბანს IX საუკუნის პირველ ნახევარში. თავისი გეგმით იშხანის კათედრალი წარმოადგენს ერთნავიანი ბაზილიკისა და ცენტრალურ გუმბათიანი ტაძრის სინთეზს და ამის გამო ჯვრის სახოვნებას, დასავლეთი მკლავი წაგრძელებული აქვს. ტაძრის სწორედ ეს ნაწილი უკვე თაღჩაქცეული და შემდეგ კრამიტგადახურული მაჰმადიანებს თავისი მიზგითისათვის გამოუყენებიათ. ტაძრის აღმოსავლეთი ნაწილი და გუმბათი საკმაოდ კარგად არის დაცული. კათედრალი ნაგები ყოფილა მსუბუქად ნათალი აგურისებური ქვით, ხოლო 1032 წელს ბაგრატ IV შვილის გიორგი II დროს კიდევ გადაუკეთებიათ სამხრეთის კარის ბჭე. დასავლეთის ეკვტერი აღარ არსებობს. მოსპობილია აგრეთვე რესტავრაციისას. ჩემის აზრით, გალერიაც, სამხრეთის მხრით სამი ფრონტონით, იმგვარი, როგორიც დაცულია ოშკის ტაძარში. კარ-სარკმლები ტაძრისა შემკობილი ფრიად ლამაზი ჩუქურთმებით, რომლის მსგავსიც ბაგრატ IV დროს სხვა ძეგლებში იშვიათი არ არის. განსაკუთრებით ლამაზია სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადები. რესტავრაციისას, ე.ი. 1032 წელს, გუმბათს ცოტა ცვლილება განუცდია. მისი რვა გულწახნაგი შეუმკიათ გარედან ლამაზად მოჩუქურთმებული თითო მრგვალი სარკმლით. ამ სარკმლების გამოკვეთის დროს დაუზიანებიათ, თითქოს დაუკოდიათო. წინასწარმეტყევლთა სურათები და მათი წარწერები.

იშხნის კათედრალი ცნობილია კარგი ფრესკებით. ტყუილად კი არ არის აქ გავრცელებული ასეთი გამოთქმა: "საქებარია სილამაზე ოშკის ტაძრისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მხატვრობა იშხნისა". მხატვრობა კედლებზე მთლად წარხოცილია. გუმბათი სხვათა შორის გადარჩენილია ლამაზი სტილის ჯვართამაღლება და ზაქარია წინასწარმეტყველის ხილვის ფრესკა-ეტლები, რომლებშიაც ხილვის ფრესკა-ეტლები, რომლებშიაც შებმულია ფერადი ცხენები. საკურთხეველში მარჯვნივ, კანკელის ზემოთ, თაღზე მედალიონში ყოფილა დახატული ქალი, რომლის ძლიერ წაბღალული წარწერა მე ასე აღვადგინე: "(ნანა მეუღლე მირიანისა მცხეთისა) დედოფალი ნინოის მიერ განათლებული".

ჩრდილოეთის ეკვდერში ვიპოვე უძველესი წარწერა, 27 სტრიქონიანი, შესრულებული ლამაზი ასომთავრულით. წარწერის რვა უკანასკნელი სრულიად წარხოცილია. დანარჩენები-მკრთალად მოსჩანან, მაგრამ წაკითხვა მათი მაინც შევძელი.

იშხანში გადარჩენილია კიდევ კედლის მხატვრობის სამი წარწერა, თვით სურათები წარწერებში მოხსენებული პირობებისა კი აღარ არსებობენ. პირველი წარწერა დასაწყისში დაზიანებულია. გაგრძელება იკითხება ასე: "(... ძე ბ) ბაგრატ კურაპალატისაი,... მეორე წარწერა-"ბაგრატ (მაგისტ) როსი, ქართველთა მეფე". მესამე წარწერა იკითხება სრულიად: "ბაგრატ ერისთავთ ეროსთავი: ძე ადარნესე კურაპალატისაი". ეს წარწერები მოგვითხრობენ ადრეულ ბაგრატიონებზე, რომელთა ჩამომავალნი XIX საუკუნემდე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მესვეურობას ეწეოდნენ და XI საუკუნის დასასწულიდან XIII საუკუნის პირველ მეოთხედამდე ჩვენი "ოქროს ხანის" შემქმნელნი გახდნენ.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1