ფიტარეთამდე მისასვლელი ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო
ფიტარეთამდე მისასვლელი ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო
ფიტარეთის ხილვამ ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა. ფიტარეთამდე მისასვლელი გზა მართლაც რომ რთულია. რომ არა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ექვთიმეს (შავათუაშვილი) დახმარება "კარიბჭელები" მისვლას ვერ შევძებდით. ადიდებულ მდინარეს მონასტრის გზასთან დამაკავშირებელი ხიდი წაუღია და ამიტომაც არის შეუძლებელი დაბრკოლების გარეშე ამ გზის გავლა. მხოლოდ ორხიდიანი და სატვირთო მანქანები ახერხებენ გადასვლას. კარგი იქნება თუ ფიტარეთამდე მისასვლელი გზა საბოლოოდ საფუძვლიანად მოწესრიგდება.

KARIBCHE

საკმაოდ რთული და დაძაბული მგზავრობის შემდეგ თვალწილ, დაბლობზე გადაგვეშალა ფიტარეთის მონასტერი. მასპინძლობა თავად მამა ექვთიმემ გავგიწია. დანანებით დავტოვეთ ფიტარეთი, რის შედეგაც შთაბეჭდილებებში ვართ მოქცეული. მცირედად ვესაუბრეთ ფიტარეთის წარსულზეც.

ცნობილია, რომ ფიტერეთის მონასტერი XII საუკუნეშია აგებული.იგი მიეკუთვნება ამავე პერიოდის ტაძართა ჯგუფს, რომელიც განსაკუთრებული ღირსებებით გამოირჩევა. ესენია: ბეთანია, ქვათახევი, იკორთა, წუღრუღაშენი... ფიტარეთის ეკლესიის კარიბჭის შიგნით მოთასებულია დიდი საამშენებლო წარწერდან ვგებულობთ, რომ ტაძარი აგებულია ლაშა-გიორგის მეფობის დროს, მეფის ამირეჯიბის, ქვთარ ქაჯიფაისძის მიერ. საუკუნეთა განმავლობაში მონასტერი ბარათაშვილ-ორბელიანთა სათავადოს სამფლობელოში შედიოდა. ცნობილიაა, რომ აქ მოღვაწეობდა იობ ფიტარელი, რომლის მემკვიდეობას სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია. მას ჩინებულ მწერლად მიიჩნევდნენ სულხან საბა ორბელიანი და ანტონ I, იოანე ბატონიშვილი. ფიტარეთის წიგნთსაცავიდან ცნობილია XVII საუკუნის სახარება (გადამწერი იესე ბედისმწერლიშვილი) და სძლისპირები.

KARIBCHE KARIBCHE

2007 წლიდან ფიტარეთის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას კურთხევით და ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ძალისხმევით აღდგა ნანატრი ბერმონაზვნური ლოცვა და გარჯა. ღვთის შეწევნითა და მოწყალე ადამიანების თანადგომით მოკლე ხანში დაიგო ტაძრის იატაკი.მოეწყო ქვაში მდიდრული ჩუქურთმებით ნაკვეთი კანკელი, დაიდგა წმინდა ტრაპეზი, სამკვეთლო, ნაწილობრივ შეკეთდა გალავანი, აშენდა საცხოვრებელი და სატრაპეზო მონასტრის წევრთათვის. ამავე წლის 18 ოქტომბერს საზეიმოდ იკურთხა ყოვალდწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყავნების სხელობის ტაძრის წმინდა ტრაპეზი და განახლდა შეწყვეტილი წირვა-ლოცვა.
რაც უფრო მეტი ადამიანი მოილოცავს და ნახავს ამ უნიკალურ კომპლექსს, უფრო მეტად იქნება ცნობილი და ამით ფიტარეთამდე მისასვლელი გზაც, ეგებ მოწესრიგდეს.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1