"ამ ისტორიულ ადგილას დედათა მონასტრის დაარსების დიდი სურვილი ჰქონდა ჩემს აწ გარდაცვლილ მოძღვარს, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი)"
"ამ ისტორიულ ადგილას დედათა მონასტრის დაარსების დიდი სურვილი ჰქონდა ჩემს აწ გარდაცვლილ მოძღვარს, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი)"
გვესაუბრება ყინწვისის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სიდონია ( ვანიშვილი ):
- დედაო, დაგვლოცეთ!

- ღმერთმა დაგლოცოთ!

-თუ შეიძლება მოუთხროთ ჩვენს მკითხველს, როდის გადაწყვიტეთ, სოფელ ყინწვისში მე–5 საუკუნით დათარიღებულ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან ახალი სამონასტრო კომპლექსი აგეშენებინათ?

- ამ ისტორიულ ადგილას დედათა მონასტრის დაარსების დიდი სურვილი ჰქონდა ჩემს აწ გარდაცვლილ მოძღვარს, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი), რაც მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა მისი ადრეულ ასაკში ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. (ის 2006 წლის 19 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა).

2014 წელს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, რომ ქარელის რ-ნის სოფელ ყინწვისში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მე-5 საუკუნის ტაძართან უნდა დაარსებულიყო დედათა მონასტერი. 2014 წლის 11 ივლისს ამავე ტაძარში მეუფე იობმა მონაზვნად აღმკვეცა, ამავე დღეს აქ დაარსდა დედათა მონასტერი.

KARIBCHE- როდის დაიწყეთ დედათა მონასტრის მშენებლობა და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდით?

- მონასტრის მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. დასრულებულია შენობის საძირკველი. პარალელურად მიმდინარეობდა სამრეკლოს მშენებლობა. ორივე მშენებლობა დროებით შეჩერებულია საჭირო თანხის არქონის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ მონასტერი მშენებარეა და არ არის საცხოვრებელი სენაკები, დროებით ვარ მარტო და ვცხოვრობ ტაძრიდან მოშორებით ერთ-ერთი მოსახლის სახლში და იქიდან მიწევს ტაძარში წირვა-ლოცვაზე სიარული.

- რამდენად გაქვთ იმის პირობები, რომ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა გაგრძელდეს და დასრულებული სახე მიიღოს?

- მოგეხსენებათ, რომ ეკლესია-მონასტრები შენდება შემოწირულობებით და კეთილი ადამიანების დახმარებით. ჩვენც, როგორც ყველა, ვიტოვებთ იმედს, რომ დედა ღვთისა გამოარჩევს და გამოაჩენს ადამიანს, თუ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, წყალიც კი არა გაქვთ, რომ მშენებლობა წარიმართოს და შორი მანძილიდან სულ რამდენიმე ლიტრით ამარაგებთ მშენებლებს, რა არის საჭირო, რომ მონასტრის ტერიტორიაზე გაიყვანონ წყალი?

- წყლის პრობლემა მართლაც რომ ურთულესი პრობლემაა მონასტერში. მოგეხსენებათ, როგორ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული მოზიდული წყლით მშენებლობის წარმართვა, იქნება ეს ხელით, თუ ტრანსპორტით. ტაძართან მისასვლელი გზა ისეთია, რომ თუ იწვიმაა, მანქანა ვერ ადის, ამ დროს უკვე ხელით გვიწევს წყლის ატანა.

მონასტრის ახლო-მახლო წყლის საჭირო მარაგი ვერ აღმოვაჩინეთ. საჭიროა სპეციალისტის დახმარება, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი გაიგებს წყლის ადგილმდებარეობას. წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში უკვე საჭირო გახდება მისი მონასტრამდე მიყვანა.

- ვინ შეადგინა სამონსტრო კომპლექსის პროექტი და განსაზღვრულია თუ არა ის რელიეფი და გარემო, სადაც უნდა აშენდეს უფლის სადიდებელი კომპლექსი?

- მეუფე იობთან შეთანხმებით და მისი ლოცვა-კურთხევით შევარჩიეთ ადგილი, შევადგინეთ მონასტრის პროექტი, რომელიც ხუთ წევრზეა გათვლილი. გარდა ამისა პროექტში გათვალისწინებულია სასტუმრო ოთახიც მონასტერში მოსული ერის ადამიანებისთვის.

ინტერვიუ მოამზადა რუსუდან ტაბატაძემ

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1