ბებნისის წმინდა თეოდორე ტირონის დედათა მონასტერი
ბებნისის წმინდა თეოდორე ტირონის დედათა მონასტერი
ჩვენს ქვეყანაში რა გამოლევს მადლით სავსე სოფლებს. ქარელის რაიონის სოფელი ბებნისიც შიდა ქართლის კოხტა და ლამაზი სოფელია. პირველად იგი მოხსენიებულია 1609 წლით დათარიღებულ ერთ საბუთში: მანუჩარ სამცხის ათაბაგმა დედის, სიმონ I-ის ასულის, ელენეს სააღაპოდ რუისის ღვთაების ტაძარს შესწირა ბებნისის მოსახლე "ხურანიელნი". მასში ნათქვამია: "სრულიად ხურანიელნი, ბებნისის მსახლობელნი, და როცა ამ ქუეყანასა იყუნენ და ან იქიდამღა ჩამოვიდნენ... ვინცა ხელყოს შეცვლად... რა უფლება არს ჩუენდა მესხურთა და ჯავახურთა მამულსა ზედა". აქ ლაპარაკია ჯავახეთის სოფელ ხორენიაზე, რომლის მცხოვრებლებიც ქართლში გადმოსულან და ბებნისში დასახლებულან. სწორედ ეს ხალხი შეუწირავს მანუჩარს რუისის ღვთაებისთვის.

სოფელში წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტერია. წინათ, ეს ადგილი ბებნისელებს საქეიფოდ ჰქონდათ - თეოდორობას აღნიშნავდნენ. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მონასტერი კეთილმოეწყო და აქ სამონასტრო ცხოვრებაა.
მონასტერმა სოფელში უდიდესი მადლი და სიხარული შემოიტანა. წინამძღვარია დედა ეკატერინე (ელოშვილი).

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1