იოანე ნათლიცმცემლის შობის დღეს, ტაძარი თვით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა - ნიკოლოზმა აკურთხა
იოანე ნათლიცმცემლის შობის დღეს, ტაძარი თვით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა - ნიკოლოზმა აკურთხა
ავჭალაში, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარს როგორც კი გასცდებით, იქვე ახლოს მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის შობის დედათა მონასტრის სავანე. მონასტრის კარიბჭეს შეაღებთ თუ არა, მაშინვე იგრძნობა მადლი. მონასტრის ეზო ირგვლივ წალკოტად არის ქცეული.

გადმოცემით, 1742 წელის 7ივნისს იოანე ნათლიცმცემლის შობის დღეს, ტაძარი თვით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა - ნიკოლოზმა აკურთხა. იმავე წელს მოხდა მიწის ძვრა. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით: "ამ ხანთა შინა შეიქმნა ძვრა საშინელი ორმოცი დღე და ღამე ქვეყანა ირყეოდა. დიდი საშინელება შეიქმნა, ქვეყანა-რყევისაგან აღარ დადგა. კახეთს, ალავერდს საყდარი დაიქცა, იალბუზის მთები ბევრ ადგილს გადმოიქცა და მრავალი სული მოსახლე კაცი შიგ მოიტანა, ქართლში მრავალი შენობა დაიქცა." ახლად ნაკურთხ იოანე ნათისმცემლის ტაძარში შესასვლელი ნაწილი ჩამოინგრა, შევიწროვდა კართან მისასვლელი ადგილი. 1742 წელს მეფემ თეიმურაზ II სამეფოში ათვალიერებდა მიწისძვრის დანგრეულ ადგილებს, მოინახულა დაზიანებული კოშკი , ილოცა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში და მცხეთას გაემართა. ტაძრის რესტავრაცია 1990 წელს მოხდა. მცირე ზომის ტაძარი მრევლს ვერ იტევდა და აქვე ტაძრის ეზოში იოანე ნათლიმცემლის მშობლების წმინდა ზაქარიასი და მართალი ელისაბედის სხელობის ტაძარი აშენდა. 1994 წლიდან, დედათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წინმძღვარია დეკანოზი რევაზი სიხარულიძე. იღუმენია კი დედა იოანა (კვირკველია) გახლავთ.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1