ერთად ავაშენოთ ჩვენი წილი საქართველო
ერთად ავაშენოთ ჩვენი წილი საქართველო
წითელ ხიდთან, საქართველოს საზღვარზე მთავარანგელოზთა ტაძარი შენდება
შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდთან მთავარანგელოზთა მამათა მონასტერია დაფუძნებული. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით უკვე რამდენიმე წელია, რაც არსებობს საზღვრისპირა ტერიტორიაზე მამათა სავანე. აქვეა წმინდა თამარ მეფის სამლოცველო, სადაც მონასტრის წევრები განუწყვეტლივ ერთობით ავედრებენ უფალს ქვეყნისა და ერის გაძლიერებას. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე თუკი ტაძარი აშენდება, იგი კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქართველობას, დარაჯად და მცველად დაუდგება საქართველოს საზღვარს. ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ანდრია (ორმოცაძე). ამჟამად მონასტერში ძმობის ოთხი წევრია.

- წითელ ხიდთან მდებარე მამათა მონასტრის არსებობას უდიდესი მიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ეკლესიისთვის, ასევე ჩვენი სახელმწიფოსთვის. ერთგავრი სასაზღვრო ბეჭედია. საზღვრიდან პირველად შემოსულს არქართველებით დასახლებულ გარემოცვაში მხოლოდ ეს მონასტერია შუქურასავით მანათობელი, რომელიც ქართველობას და საქართველოს გვახსენებს,-მიამბობს იღუმენი ანდრია (ორმოცაძე). -  როგორცკი ესა თუ ის მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში შემოვა აქ მდებარე მამათა მონასტერი იქნება პირველი მაცნე, რომ ეს ტერიტორია საქართველოს კუთვნილებაა. ძალისამებრ მათისა გვერდით გვიდგანან მესაზღვრეები, მებაღეები, რომლებიც ჩვენგან სულიერ ნუგეშს ჰპოვებენ.

KARIBCHE KARIBCHE

ამჟამად მიმდინარეობს საამშენებლო პროცედურები. დაგეგმილია გუმბათიანი ტაძრის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქევყნისთვის და დედა ეკლესიისთვის. მონასტერში სტუმრად მოსული ქართველები ჩვენთვის უდიდესი ძალა და ნუგეშია. ძალიან დიდი მისია აკისრია ჩვენთან მომლოცველების მოსვლას. როგორც ჰაერი და წყალი სჭირდება ადამიანს არსებობისთვის, ასევე სჭირდება ყოველივე ეს ამ მონასტერის არსებობისთბის. მონასტერი დადგენილი ტოპიკონით ცხოვრობს. ცისკრის ლოცვას, დილის 4 საათზე ვიწყებთ შუა ღამიანით. შემდეგ წირვა გვაქვს. შაბათ-კვირას წირვა-ლოცვა სრულდება. მორჩილება ხელსაქმით გამოირჩევა. ვაკეთებთ ბსკვნილებს, სანთლებს. მონასტერში უამრავი საქმეა. ფაქტიურად ახლა იწყება მონასტრის კეთილმოწყობა, ტაძრის საამშენებლო პროცედურები. ფუნდამენტი გაჭრილი გვაქვს და ახლა უნდა დავიწყოთ აშენება. უდიდესი მადლი იქნება მათთვის, ვინც ამ მონასტრის აღმშენებლობაში მიიღებს მოანწილეოაბს. ქართველის ხასიათია, იყოს იქ, სადაც ყველაზე მეტად არის ამის საჭიროება. ვფიქრობ, განსაკუთრებული საჭიროება სწორედაც, ამ კონკრეტულ მონასტერში, ამ ეპარქიაშია აუცილებელი. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიზრუნოთ მონასტრის გაძლიერებისთვის, რადგან ეს მოემსახურება ჩვენი ქვეყნის და დედა ეკლესიის ინტერესებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ყველასთვის დადებითად აისახება.

***

მონასტერი მთავარანგელოზთა სახელობისაა. სამლოცველო წმინდა თამარ მეფის სახელობისაა. ახლა რომელიც შენდება ტაძარი, ის მთავარანგელოზთა სახელობის იქნება. ამ მონასტრის არსებობაში მის ყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე გიორგის უდიდესი მისია აკისრია. მეუფე გიორგი ბრძანდება ჩემი სულიერი მოძღვარი და მისგან ვიღებ რჩევა-დარიგებებს, მითითებებს თუ როგორ განვაგო მონასტერი, თუ როგორ ვმართო, გარდა ამისა მატერიალური თანადგომა მისან ყოველთვის გვაქვს და ყველაფერში გვერდით გვიდგას.
ამ დროისთვის ჯერჯერობით ფუნდამენტი გვაქვს ამოღებული და უნდა მოხდეს საძირკვლის ჩასხმა. ამჯერად მხოლოდ ფუნდამენტისთვის გვაქვს საშენი მასალა, სხვა არეფარი. ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას უფალი კი განასრულებს.

KARIBCHE KARIBCHE

როდესაც ტაძარი აშენდება, იქნება ძლიერი მონასტერი, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის და თითოეული ქართველის ინტერესებს. მონასტერი არის ერთგავრი ნავთსაყუდელი ადგილი ადამიანისთვის, რომელიც ეხმარება სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. ადამიანს ეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, თავის დამკვიდრებაში. მადლობა უფალს, პირადად მე და ჩვენი მონასტრის ძმობის წევრები ყველანაირად ვცდილობთ აქ მოსული სტუმარი მივიღოთ სიყვარულით, სითბოთი და ნუგეშით სავსენი გავუშვათ უკან.

კარგი იქნება ქართველების გააქტიურება, მრევლის მობრძანება. ვფიქრობთ, რომ ადამიანმა ერთის მხრივ თავის მოვალეობადაცკი უნდა ჩათვალოს. გავიხსენებ წმინდა ილია მართლის სიტყვებს: "ვისაც წარსული არა ახსოვს, მას მომავალი არ აქვს". ჩვენ წარსულის ხსოვნა გვეხმარება იმაში, რომ სამომავლოდ ვიხელმძღვანელოდ წარსულით. სწორედაც რომ თითოეული გოჯა მიწა წინაპრების სისხლით არის გაჯერებული. ვფიქრობ, რომ ჩვენი აქ ცხოვრებით წინაპრების ხსოვნას დიდ პატივს მივაგებთ და მათი სულებისთვის ვლოცულობთ. მონასტრის გვერდით ტაძრის აშენება კიდევ ერთი ისტორიის შექმნა იქნება და ჩვენი მომავალი თაობისთვის კარგი მომავლის დატოვება.

ვისაც სურს დაეხმაროს და საკუთარი წვლილი შეიტანოს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში, წითელ ხიდთან, საქართველოსა საზღვარზე მდებარე მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ახლად მშენებარე მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის აშენებაში გთავაზობთ ანგარიშის ნომერს:

GE33VT6500000000203608

599 73 77 86
მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია (ორმოცაძე)

KARIBCHE

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1