ჰუჯაბის მონასტერი ერთგვარ საჯილადო ქვად იქცა
ჰუჯაბის მონასტერი ერთგვარ საჯილადო ქვად იქცა
ჰუჯაბის ღვთისმშობლის ტაძართან დროებით საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, სადემარკაციო ხაზია გავლებული. ჰუჯაბის მონასტერი ერთგვარ საჯილადო ქვად იქცა,-ნათქვამია მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მღვდელმთავრად კურთხევის დროს, 2013 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას.

- სამონასტრო კომპლექსი, XIII საუკუნით თარიღდება. ასეთი გადმოცემაა ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე, ჩვენი ერის განსაკუთრებულ მფარველობაზე, რომ ერთ-ერთ რუს მონაზონს ხილვა ჰქონდა თითქოს ღვთისმშობლის ხატი ივერიაში ანუ საქართველოში მობრძანდებოდა და ჰუჯაბის მონასტერში მკვიდრდდება. აქ ძალიან ფართო მონაზვნური, მეუდაბნოე ცხოვრება იწყება. 1935 წლამდე ფაქტიურად ეს მონასტერი სულდგმულობს, არსებობს და ძლიერდება. 1935 წელს, ანტირელიგიური მიმართულება წარმოებდა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ დროს მონასტერი დაარბიეს, მონაზვნები იქიდან გამოაძევეს და იქიდან გამოძევებული მონაზვნები თავშესაფარს იქვე პოულობენ, შორს არ მიდიან, შორიახლოს სახლდებიან.
თვითონ სიტყვა ახკეპი, თეთრ ხიდს ნიშნავს. იქ ისტორიული ხიდია გადებული და აქედან მომდინარეობს. იქვე აშენებენ პატარა სახლებს, სადაც პირველი ქრისტიანებივით იწყებენ მოღვაწოებას. დღე ხელსაქმეს ეწეოდნენ. მათი სულიერი მოძღვარი იყო სქემარქიმანრიტი ქერუბიმი. ღამე ერთად იკრიბებოდნენ სახლში, კეტავდნენ დარაბებს, ბალიშებს აფარებდნენ რომ არ გაეგოთ სხვებს მსახურება და გალობა. შიშობდნენ არავის დაესმინა და იწყებენ მოღვაწეობას როგორც პირველი ქრისტიანები კატაკომბებში, ასე ფარულად აღასრულებდნენ ღვაწლს. შემდგომში მათზე მზრუნველობას იღებს საქართველოს სამოციქულო ეკლესია. იმ დროს მაშინ მათზე ზრუნვა თეთრი წყაროს ეპისკოპოსს ზინობ მაჟუგას დაევალა. მონაზვნებს სულიერ მფარველობას უწევდა. ბოლო წინამძღვარი სქემიღუმენია ბარბარე გახლდათ. იქ დაარსდა მამთა მონასტერი. აშენდა წმინდა სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარი. ერთგვარი ჯაჭი რომ არ გაწყვეტილი ჰუჯაბთან სიახლოვეს წმინდა სერაფიმ საროველის ტაძარი აშენდა.

ვსასოებთ ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ძალიან მალე აღდგება ისტორიული სამართლიანობა და ჰუჯაბის მონასტერი დაგვიბრუნდება, სადაც არის საკათედრო ტაძარი. უწმინდესისგან ლოცვა-კურთხევა მომეცემა ჩვენს მრევლთან და ერთან ერთად ჰუჯაბში წირვა-ლოცვა აღვავლინო.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1