მეტეორაზე სამონასტრო ცხოვრება X საუკუნიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
მეტეორაზე სამონასტრო ცხოვრება X საუკუნიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
მეტეორა — ერთ–ერთი დიდი მონასტრის უნიკალური კომპლექსთაგანია საბერძნეთის ჩრდილოეთით, რომელიც განთქმულია თავისი უჩვეულო ადგილმდებარეობით. კომპლექსი ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მ–იანი მწვერვალების კენწეროზეა განთავსებული, რომლებიც უიშვიათეს გეოლოგიურ ქმნილებებად მიიჩნევა. იქ სამონასტრო ცხოვრება X საუკუნიდან დაიწყო და დღემდე შენარჩუნებულია.

როგორც ვარაუდობენ, კლდეები 60 მილიონ წელს ითვლის და კლიმატური პირობების ზემოქმედებით (მხედველობაშია: წყალი, ქარი და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა) ისინი უზარმაზარ ქვის მასივებად ჩამოყალიბდა, რომლებიც თითქოსდა ჰაერშია გამოკიდული, რაც მათ სახელწოდებაზე – "მეტეორებზეც" აისახა (ბერძნულიდან თარგამში ეს "ჰაერში მოლივლივეს" ნიშნავს).

ლეგენდის მიხედვით, ეს სვეტები ზეციდან დაეცნენ, მოგვიანებით გერმანელმა გეოლოგმა ივარაუდა, რომ ამ ადგილას მდინარე იყო, სვეტების ქვებიც და მიწაცმდინარემ მოიტანა, რომელიც მილიონობით წლის წინ დაშრა, ქვები კი დარჩა. მათ კოროზიამ და სხვა გეოლოგიურმა ცვლილებებმა ასეთი ფორმა მისცა.

ადრე მეტეორაზე 24 მონასტერი იყო, ამჟამად მხოლოდ 6 ფუნქციონერებს. აქედან 4 მამათაა და 2 დედათა. გარდა ამისა, მეტეორას კლდეებზე მრავალგანაა შემორჩენილი მესვეტე მონაზონთა ნიშები. ძველად მეტეორაზე ქალების დაშვება აკრძალული იყო, ისევე როგორც ათონზე. მხოლოდ თურქთა უღელქვეშ ყოფნის წლებში შევიდნენ ქალები კლდოვან მონასტრებში, რათა მოთარეშე აგარიანთაგან ეხსნათ მართლმადიდებლური სიწმინდეები. ესენი იყვნენ ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლები, რომელთა შეუპოვრობის შედეგად ბევრი სიწმინდის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ ქალებს წმინდა მწვერვალებზე დასახლების უფლება მიეცათ.
ბეჭდვა
1კ1