სოფელ გავაზში წინდა ტრიფონის ტაძრის მშენებლობას დახმარება სჭირდება
სოფელ გავაზში წინდა ტრიფონის ტაძრის მშენებლობას დახმარება სჭირდება
ღვთის სადიდებლად, საქართველოს ერთიანობისთვის სალოცავად, სოფლის ეკლესიურად მოსაქცევად, ნეკრესის ეპარქიაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, ნეკრესის მღვდელთმთავრის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) კურთხევით, კიდევ ერთ ქართული, მართლმადიდებლური წმინდა ტრიფონის სახელობის ეკლესია შენდება.
-ამ ტაძრის აშენება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელ გავაზში უდიდესი სიკეთე იქნება სრულიად საქართველოსთვის, ვინაიდან წმინდა ტრიფონი სოფლის მეურნეობის მფარველია და მოსავალს იცავს მავნებლებისგან, გაძლიერება სოფლისა კი ნიშნავს საქართველოს გაძლიერებას,-ამბობს სოფელ გავაზის მკვიდრი ზვიად იმედაშვილი. მისივე თქმით, ამ დროისათვის სოფელმა ძირითადად საკუთარი ხარჯით ააშენა ტაძრის საძირკველი, მომარაგებული გვაქვს სამშენებლო მასალებიც, მაგრამ ტაძრის დასამთავრებლად გვესაჭიროება თვითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერა. გავზაელებს, ლომისწვლილი მიუძღვით სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლებში და გავაზელებს არ გამოუტოვებიათ არც ერთი ომი (გავაზის დაარსების დღიდან დღემდე) რაც კი სამშობლოს დასაცავად იყო საჭირო, თანამემამულენო დღეს ჩვენს ტაძარს თვითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერა სჭირდება რომ აშენდეს ჩვენი ქრისტეს მადიდებელი ტაძარი, რომ მოექცეს სოფელი ეკლესიურად, რათა ჩვენი შვილები აღიზარდნენ ტაძარში, ღვთის მადიდებლებად. მოგმართავთ მხურვალე თხოვნით ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესიისათვის აშენდეს კიდევ ერთი წმინდა ტრიფონის სახელობის ტაძარი, გთხოვთ შეიტანოთ თქვენი წვილილი, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში და გადმორიცხოთ თანხა ლიბერთი ბანკის მითითებულ ანგარიშზე. თქვენგან გაღებული სიკეთე გაგინათებთ, ქრისტესკენ სავალ გზას!!!

ლიბერთი ბანკი.
ანგარიშის დასახელება: გავაზის წმინდა ტრიფონის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი.
ანგარიშის ნომერი: GE 92LB0115119302544000
ბეჭდვა
1კ1