როცა გიხარია, უნდა მიხვიდე ტაძარში და მადლობა უთხრა მაცხოვარს იმ დღეს მიღებული სიხარულისთვის; თუ მწუხარება გაქვს, შესთხოვე და გამოგიხსნის ამ მდგომარეობიდან
როცა გიხარია, უნდა მიხვიდე ტაძარში და მადლობა უთხრა მაცხოვარს იმ დღეს მიღებული სიხარულისთვის; თუ მწუხარება გაქვს, შესთხოვე და გამოგიხსნის ამ მდგომარეობიდან
წმინდა ბასილი დიდი გვირჩევს, ყოველგვარი ლოცვა ღვთის უსაზღვრო მოწყალებათა მოხილვითა და მადლობის შეწირვით დავიწყოთ. ამას დავურთოთ იმ ცოდვათა გახსენება, რომლებითაც შეურაცხვყავით უფალი, შევინანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ აღვავლინოთ უფლის მიმართ ვედრება იმისთვის, რაც გვჭირდება სულიერ თუ ხორციელ ცხოვრებაში, რათა ყოველივე ვაკეთოთ ღვთის სადიდებლად.

"სიკეთისმოყვარეობა" მოგვითხრობს, რომ ერთ-ერთი მამა ორი წელი წვალობდა ამგვარი ლოცვის მისაპოვებლად და როგორც იქნა, მიიღო იგი, სამაგიეროდ, როგორც კი შთაეგზნო გულში, მას მერე ენთო მუდმივად და გონების მიმოტაცებასაც ბოლო მოეღო.

წიგნში "სულიერ შვილებს მონაზვნობის შესახებ" არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წერს, რომ ლოცვა ქრისტიანის მტკიცე იარაღია, განსაკუთრებით - მონაზვნისა, რომელიც ღვთიური წესრიგისთვის მებრძოლის ტიტულს ატარებს და სოფლის, ხორცისა და ეშმაკის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლის სახელოვანი დროშა ფიცით აღუმართავს.

ლოცვით ადამიანი ძლიერების ისეთ საფეხურს აღწევს, რომ თვითონაც შეუძლია სხვისი სულის ჯოჯოხეთიდან გამოხსნა. ასეთი ძალა ჰქონდა წმინდა სერაფიმ საროველის ლოცვას. ერთხელ მასთან ერთი ქალი მივიდა და სთხოვა, ელოცა მისი გარდაცვლილი შვილის სულისთვის, ცოდვების მოუნანიებლად რომ წასულიყო ამ ქვეყნიდან. წმინდა სერაფიმემ, ძალზე თავმდაბალმა ადამიანმა, იუარა - ვერ შევძლებო. ქალი არ მოეშვა. სერაფიმემაც, რომ ვეღარა გააწყო რა, ლოცვა დაიწყო. ქალმა იგრძნო, როგორ გამოსტაცა წმინდანის მხურვალე ლოცვამ ეშმაკს კლანჭებიდან იმ ჭაბუკის სული.

ლოცვა სულის საზრდოა. როგორც ადამიანის ხორცს სჭირდება ყოველდღიური საკვები, ასევე სჭირდება სულს ლოცვით გამოკვება.

მოკვდავთათვის სწორი გეზის საჩვენებლად უფალმა მიწაზე ეკლესია შექმნა და მოძღვარი დაადგინა - პირი, რომელიც თავის სულიერ შვილებს ღვთის მცნებებს უქადაგებს და უფალთან სასაუბრო ენას - ლოცვას ასწავლის. მათთვის კი, ვინც საკუთარ თავთან განმარტოებისა და ღმერთთან სიახლოვისკენ მიისწრაფვის, ლოცვა მთავარი ღვაწლია.

მონაზვნისთვის იესოს ლოცვა კურთხევაა. მას აღკვეცისას აძლევენ სკვნილს და აკურთხებენ, იესო ქრისტეს სახელი მუდამ იყოს მის გულში, მის ბაგეებზე, მის სულში. ეს კურთხევა მას სამუდამოდ ეძლევა.

დედათა მონასტერი, რომელიც "კარიბჭის" მკითხველს გვინდა წარვუდგინოთ, ბორჯომში, სოფელ სადგერში მდებარეობს, იმ პლატოს გაყოლებაზე, წინათ "ვორონცოვის პლატოს" რომ უწოდებდნენ. წმინდა გიორგის სახელობის სასწაულმოქმედი ეკლესია სოფლის ბოლოსაა, მდინარე შავი წყლის ღრმა, კლდოვანი ხეობის პირას, ზედ კონცხის თავზე. გარს ტყიანი მთები აკრავს.

ხელოვნების მუზეუმში დაცულია სადგერის ჯვარი, რომელმაც ყორანთიდან სადგერში გადაინაცვლა, აქედან - როგორც ჩანს, სამცხეში თურქების მოძალების გამო - იმერეთში, ჩხარში, 1924 წელს კი თბილისში ჩამოაბრძანეს. ჯვარს ორი წარწერა აქვს. მათში ნათქვამია, რომ ჯვარი სადგერში ჩამოუსვენებიათ ოდის ავტორს სვიმონ დეკანოზსა და მის ძმას ბასილის. მათვე აუგიათ სადგერის ეკლესიის კარიბჭე და მოუჭედავთ ვერცხლის დაძველებული ხატი. ამ საქმეში მათ შესწევიათ "პატრონი ყუარყუარე" და ვინმე "პატრონი ფრიდონ".

ეკლესია გადაკეთებულია. ერთი გადაკეთება ვახუშტისაც აქვს დამოწმებული: "ეკლესია შემუსვრილი აღაშენა და შეამკო ხატი მისი მეფემან ვახტანგო". ამ მეფედ ვახტანგ VI-ა საგულვებელი, ხოლო სადგერის შეკეთება, შესაბამისად, XVIII საუკუნის დასაწყისს უნდა მივაკუთვნოთ.

სადგერში სამონასტრო ცხოვრება ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის სერაფიმეს (ჯოჯუას) ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

სადგერის დედათა მონასტერი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ორი სქემმონაზონი - დედა მატრონა და დედა დომნინა - მოღვაწეობს.

დიდი სქემა მონაზვნისთვის განსაკუთრებული ხარისხია. როგორც მეუფე სერაფიმემ ბრძანა, საქართველოში სქემმონაზონი იშვიათი მოვლენაა. ჩვენს დროში ბოდბეში ცხოვრობდა რამდენიმე რუსი სქემმონაზონი, ქართველი სქემმონაზვნები კი არ გვყოლია. დიდ სქემაში მყოფი ქართველი ბერები ამჟამად თითქმის არ არიან. ის კი არა, წინათაც ერიდებოდნენ, ეშინოდათ ამხელა პასუხისმგებლობისა და ცდილობდნენ, სიკვდილის წინ მიეღოთ ეს დიდი პატივი.

დედა მატრონა და დედა დომნინა ადრე ახალციხეში, ჯავახეთში მოღვაწეობდნენ. მეუფემ ბორჯომში გადმოსვლის შემდეგ დედებიც თან წამოიყვანა, ხოლო 80 წელს მიღწეულნი დიდ სქემაშიც აღკვეცეს.

სქემმონაზვნებს იგივე ევალებათ, რაც მონაზვნებს, მაგრამ მათი ლოცვითი კანონი გამორჩევით დიდია და ჩვეულებრივი ბერ-მონაზვნისას რამდენიმეჯერ აღემატება. მათ შეუძლიათ ილოცონ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ხოლო იესოს ლოცვა სკვნილზე თითქმის მთელი დღის განმავლობაში უნდა შეასრულონ.

სქემმონაზონი ჩაცმულობითაც გამოირჩევა: შავი შესამოსლის ორივე მხარეს დიდი თეთრი ჯვარია გამოსახული, ისეთი, სახლის კურთხევის დროს კედლებზე რომ აკრავენ. ეს სამოსელი მეუფე სერაფიმეს თურმე ორივე დედისთვის თავად შეუკერავს...

მონასტერში მეუფის მრევლის წევრების, გელაშვილების დახმარებით მივედი. ჩემმა მასპინძელმა კარზე დააკაკუნა. გაბრწყინებული დედების სახეები შემოგვეგებნენ. გამასპინძლებაზე ზრუნვა ჩვენი მისვლისთანავე დაიწყეს...

ერთსართულიან შენობაში საოცარი სულიერება ტრიალებს... მონასტერს გრძელი შესასვლელი აქვს. მის აქეთ-იქით ოთახებია ჩამწკრივებული. ერთი დიდი ოთახი, სადაც გრძელი მაგიდა დგას, ჩანს, სატრაპეზოა. შეშის ღუმელში სეფისკვერები ცხვება... დედებმა რომ გაიგეს, "კარიბჭიდან" ვესტუმრე, გაიხარეს, დიდი სიყვარულით მოიხსენიეს ჩვენი ჟურნალი და მეუფის კურთხევის შემდეგ საუბარზეც სიამოვნებით დამთანხმდნენ.

დედა დომნინა ღუმელთან იჯდა და საუბარს შორიდან უსმენდა. როცა ინტერვიუ ვთხოვე, შემომთავაზა, ჩემს სენაკში შევიდეთ, იქ ვისაუბროთო.

სენაკში ორი საწოლი დგას - დედა დომნინასი და დედა მატრონასი...

სქემმონაზონი მატრონა (მარგველაშვილი):


- დღეს ყველას უკვირს და გვეკითხება, რამ მაიძულა მონასტერში მოსვლა. აქ იძულებით მოსვლა არ შეიძლება, მონასტერი არც რაიმე დაწესებულებაა, არც თავშესაფარი. ეს ღვთის სახლია, სადაც უფლის წინაშე ლოცვები აღევლინება. აქ უნდა მოხვიდე შენი სურვილით, ღვთის მოწოდებით.

პირადად ჩემთვის აქ არაფერია უცხო. გავიზარდე მორწმუნე ოჯახში. გვქონდა ხატების კუთხე, რამდენიმე წიგნიც და როცა შიშით ღვთის სახელის ხსენებასაც კი ვერავინ ბედავდა, ჩვენ შინ ვლოცულობდით. ჩვენი სახლის წინ მაცხოვრის ამაღლების ტაძარი იყო (და დღესაც არის). პატარაობისას მე და ჩემი და-ძმანი იქ დავდიოდით. შემდეგ ეკლესია დაკეტეს. როცა გელათის ტაძარიც დაარბიეს, მამამ ერთი ბერი, სახელად სიმონი, შეიფარა.

გავიდა დრო, ამაღლების ტაძარი ხელახლა გაიხსნა და იქ მედავითნედ დავიწყე მუშაობა. მონასტრებს მხოლოდ წიგნებიდან ვიცნობდი და ყოველთვის მიზიდავდა მათი მშვიდი ცხოვრება, მაგრამ იმხანად არსად იყო.

მერე გავთხოვდი. ორი შვილი, ექვსი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი მყავს...

ღვთის მადლითა და ჩემი მშობლების ლოცვით, ჩემი დისშვილი (მეუფე სერაფიმე - ავტ.) ღვთის სამსახურის გზას დაადგა. მეც მომიწოდა, მონასტერში წავსულიყავი. ეს უფლის მოწოდებად მივიღე და უკვე ათი წელია, ვარ მის სახლში მცხოვრები მდაბალი მონაზონი.

ვთხოვ უფალს, სულიერად გაგვაძლიეროს, ყველას მიეცეს სურვილი აქ მოსვლისა, გამრავლდეს მორწმუნე ერი, სიმართლემ და პატიოსნებამ იზეიმოს ჩვენს ქვეყანაში. ვილოცოთ ყველამ მშვიდობისა და მომავალი თაობის კეთილზნეობის, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის. ვიყოთ უფალთან ახლოს და უფალიც იქნება ჩვენთან, ამინ.

- როგორ ლოცვას შეიწირავს უფალი?

- მართალი და წრფელი გულით წარმოთქმულ ლოცვას უფალი აუცილებლად შეისმენს და შეიწირავს. როცა გიხარია, უნდა მიხვიდე ტაძარში და მადლობა უთხრა მაცხოვარს იმ დღეს მიღებული სიხარულისთვის; თუ მწუხარება გაქვს, შესთხოვე და გამოგიხსნის ამ მდგომარეობიდან. მერე კი საქმე უნდა აკეთო.

- თქვენ სქემმონაზონი ბრძანდებით. ამ ხარისხში მყოფ მონაზონს განსაკუთრებული ლოცვითი კანონების შესრულება აკისრია...

- ძირითადად ლოცვა გვევალება. თუ ლოცვების შემდეგ დრო დაგვრჩა, შეგვიძლია აღვასრულოთ რაიმე მორჩილება, რასაც წინამძღვარი დედა ბასილისა დაგვიწესებს. თუ არადა, შეგვიძლია დილიდან საღამომდე ვილოცოთ. ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ახლობლებისთვის, მსოფლიოსთვის, მთელი ქვეყნისთვის.

სქემმონაზონი დომნინა (ხაჩირაშვილი):

- ურწმუნო არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სულ სხვა ყოფილა ეკლესიური ცხოვრება. უფლისა ბავშვობიდანვე მწამდა - დედა და ბებია მორწმუნეები იყვნენ, მათ შემაყვარეს ღმერთი.

1994 წელს მეუღლე გარდამეცვალა, ქალიშვილი გათხოვილია, მისი მეუღლე ეკლესიურად ცხოვრობს. ამ ოჯახის ნამდვილი მეურვეა შავნაბადას მონასტრის წინამძღვარი მამა შიო, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩემი მოძღვარი და მრჩეველიც გახდა. სწორედ მან მიმიყვანა თელეთის დედათა მონასტერში, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. იქ ვეზიარე პირველად და ეკლესიური ცხოვრებაც იქიდან დავიწყე. შემიყვარდა იქაურობა და მას შემდეგ ერისკენ აღარ გამიხედავს. ერთი წლის შემდეგ მამა ამბროსიმ მონაზვნად აღმკვეცა და მიწოდა დედა ქეთევანი. ჩემთან ერთად აღიკვეცნენ დედა მარიამი და დედა ნინო.

იქ ხუთი წელი დავყავით. შემდეგ მე და დედა მარიამი ახალქალაქში, ახალდაარსებულ მონასტერში გადაგვიყვანეს. მეუფე სერაფიმემ სქემმონაზვნად აღმკვეცა და მიწოდა დედა დომნინა.

სამი წლის შემდეგ მეუფის კურთხევით ახალქალაქიდანაც წამოვედით და სადგერში, ახალგახსნილ დედათა მონასტერში დავსახლდით.

გული მტკივა, რომ ერში სიცოცხლე გაუფასურდა. ქუჩაში თითქმის შიშველი ქალები დადიან. მომრავლდნენ ნარკომანები. ზოგიერთი ეკლესიაშიც კი არ ერიდება შარვლით შემოსვლას. და მაინც, მადლობა უფალს, რომ უმეტესობა მაინც მობრუნდა დედაეკლესიისკენ და ტაძრები სავსეა მრევლით.

ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ვიყოთ სულით მშვიდნი, მიმტევებელნი, გვიყვარდეს ყველა. სულიერი გზით ვიაროთ და ღმერთი ყველას შეგვეწევა. ყველას სიკეთესა და სიყვარულს ვუსურვებ. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი ლოცვისა და ღვთისმშობლის მეოხებით გაბრწყინდეს სრულიად საქართველო.

მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ბასილისა (გოგოლაძე):

- ეკლესიაში უფლის პირველი დაძახებისთანავე მივედი და მას შემდეგ აღარ განვშორებივარ მას. თავდაპირველად ბორჯომის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მრევლი ვიყავი, შემდეგ ათი წლის განმავლობაში მედავითნედ ვმსახურობდი. თავიდან ვერ წარმომედგინა, თუ მონასტერში ცხოვრებას შევძლებდი. 1995 წელს ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი სერაფიმე. მეუფემ ეპარქია ღვთისაგან მომადლებული ნიჭითა და სიყვარულით გაათბო. ამ სიყვარულის წყალობით დღეს თითქმის მთელი ქალაქი ეკლესიის მრევლია. მეუფე სერაფიმე თითოეული მათგანისთვის სულის მოსათქმელი, მშვიდი ნავსაყუდელია.

მონასტერში მეუფე სერაფიმეს კურთხევით წავედი სტუმრად და უკან, ერში, ვეღარ დავბრუნდი. მაშინ ახალქალაქში ვცხოვრობდით. შემდეგ მეუფემ ნინოწმინდაშიც გახსნა მონასტერი. მძიმე ცხოვრება გვქონდა, საოცრად მძიმე და საოცრად ტკბილი ჯავახეთის ტკივილით სავსე მიწაზე... ძალიან სჭირდება ამ მხარეს ლოცვა და აქ აღვლენილ ლოცვას დიდი ძალა აქვს.

როცა ეპარქია გაიყო და მეუფე ბორჯომ-ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი გახდა, ჩვენი მონასტერი ბორჯომში გადმოვიდა და 2002 წელს სადგერში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ახლოს დავსახლდით. 2004 წელს თვით ეს ტაძარიც გაიხსნა. წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დააფინანსა. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი და მისი საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა შემომწირველი, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს მონასტრის მშენებლობაში.

მონაზონი ანა (წიქარიშვილი):

- ღვთის შიშსა და სიყვარულს ბავშვობიდანვე ვგრძნობდი. ჩვენი ოჯახი მორწმუნედ ითვლებოდა - ყოველ გიორგობას ცხვარს ვკლავდით... თუმცა ოჯახში უფალზე არასოდეს გვისაუბრია. მახსოვს მხოლოდ დედის შეგონება: მაღალი ღმერთი მაღლიდან გიყურებთ, ცუდად თუ მოიქცევით, გაგიწყრებათო. მეც მეშინოდა ამ უხილავი არსებისა, ვცდილობდი, ტყუილი არ მეთქვა, დაუკითხავად არაფერი ამეღო, პური თუ აღარ მინდოდა, კი არ გადამეგდო, მეკოცნა და სუფთა ადგილას დამედო.

ღვთის წყალობით, ერთი შვილის ღირსი გავხდი. ვმადლობ უფალს, შვილის სიყვარულით ჭეშმარიტი გზა რომ მაპოვნინა... თურმე სურდა, დედა მონაზონი ჰყოლოდა, მაგრამ არ მიმხელდა. მისი სურვილი უფალმა, როგორც ჩანს, ლოცვად შეიწირა...

ჩემმა სულიერმა მოძღვარმა მამა შიომ (გაბრიჭიძემ) მძახალთან ერთად (სქემმონაზონი დომნინა ჩემი ვაჟის სიდედრია) სტუმრად გამგზავნა თელეთის დედათა მონასტერში. რამდენიმე თვის შემდეგ მამა შიოსავე კურთხევით ბორჯომში, მეუფე სერაფიმეს რეზიდენციაში, მორჩილად გავემგზავრე. მეუფე იტყოდა - რეზიდენცია ნახევრად მონასტერიაო. რვა წელი ვიცხოვრე იქ. დღეს უკვე მონაზონი ვარ და სამი წელია, სადგერის მონასტერში ვცხოვრობ.

მეუფე მასწავლიდა: შვილისთვის წყენა ხომ გიპატიებია, ასევე უნდა აპატიო სხვასაც და აღარ გაიხსენოო. ეს დარიგება მუდამ მახსოვს და როგორც უნდა მატკინონ გული, პატიება არ მიჭირს.

მონასტერში წასვლის წინ მამა შიომ ასე დამარიგა: შვილო, პატარა ოჯახიდან დიდ ოჯახში მიდიხარ; თუ ამ დიდ ოჯახს საკუთარივით მოუვლი, იქ მცხოვრებნი გეყვარება, ილოცებ მათთვის, როგორც საკუთარი შვილისთვის ლოცულობ, ღმერთი დაგტოვებს იქ, თუ არადა, იცოდე, არ გაგაჩერებსო...

შვილი ბორჯომში რომ მაცილებდა (დედა ანას ვაჟი, მორჩილი დავითი, თავის სულიერ მოძღვართან შავნაბადას მამათა მონასტერში მსახურობს - ავტ.), მითხრა: დედა, არ იდარდო, ოჯახს რომ ტოვებ (მაშინ სამი შვილი ჰყავდა, ახლა ცხრა ჰყავს, ღმერთმა დაულოცოს!), როცა მოგენატრები, ილოცე და ჩვენ სულ ერთად ვიქნებითო...

ჩვენთანაც, ისევე როგორც ყველა მონასტერში, დილა-საღამოს ერისთვის ვლოცულობთ. ზარი რომ დაირეკება, ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის შევავედრებ მთელ საქართველოს, ჩემს ვაჟს თავისი ცოლ-შვილით და დამშვიდებული შევდივარ სალოცავად. ვლოცულობ ქვეყნის მშვიდობისათვის, შემდეგ პატრიარქს ვლოცავ, ჯანმრთელი და დღეგრძელი რომ ამყოფოს უფალმა; მეუფე სერაფიმეს ჯანმრთელობას ვავედრებ უფალს და სულიერ მამას, არქიმანდრიტ შიოს დავლოცავ... ჩემი შვილის ოჯახისთვის რომ ვლოცულობ, მეც იქ ვარ... ყველას ტკივილი მტკივა და მგონია, ჩემი ლოცვა განსაცდელს უმსუბუქებთ. მათზე ლოცვით საკუთარ შვილს დამილოცავს უფალი...

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ათ წელიწადზე მეტია ვცხოვრობ. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგამთლიანოთ. ღვთის შიში, ურთიერთის სიყვარული და ერთმანეთზე ლოცვა არ მოგვიშალოს გამჩენმა ღმერთმა, ამინ!

მორჩილი ანთინა მეუფის რეზიდენციაში მსახურობს. მასთან გატარებულმა ერთმა დღემ ბევრ რამეზე დამაფიქრა...

- ლოცვას დიდი მადლი აქვს. შეიძლება, ისეთი რამ, საქმით რომ არ კეთდება, ლოცვით გააკეთო. მისი ყველაზე დიდი მადლი კი სინანულის მონიჭებაა. ამ დროს უფრო ახლოს დგახარ უფალთან. თუ ლოცვა მოადუნე მონასტერში, იოტის ოდენი მადლიც არ გექნება, ჩვეულებრივი ერისკაცივით იცხოვრებ.

მონასტერში ადამიანი ღვთის სიყვარულს მოჰყავს. აქ სულის ცხონება უფრო ადვილია, ვიდრე ერში, რადგან საცდური ნაკლებია... მეუფე სერაფიმე გვასწავლის, რომ მონასტერში მთავარი მორჩილება და ლოცვაა. თუ მორჩილება არ გაქვს, ღვთის წინაშე შენი ლოცვა ნაკლებად შეიწირება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat