ნადოკრა - წმინდა მეფე არჩილის მონასტერი
ნადოკრა - წმინდა მეფე არჩილის მონასტერი
თიანეთის რაიონის სოფელ ნადოკრაში წმინდა მეფე არჩილ II სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს. გადმოცემის თანახმად VIII საუკუნეში ამ ადგილას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდგარა, რომელიც თავად არჩილს დაუარსებია. ასევე აუგიათ აქ მონასტრის სამეფო რეზიდენციაც. აქვეა წმინდა არჩილის საფლავიც, რომელიც რამდენიმე წლის წინ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამშვენდა. ნადოკრას მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია, გადმოცემის თანახმად აქ წმინდა დავით აღმაშენებელი და წმინდა თამარ მეფე ცხოვრობდნენ.

კომპლექსი მოიცავდა ორ დარბაზულ ეკლესიას (ბაზილიკას); ხუთსართულიან ოთხკუთხა კოშკს, მარანს, რომლის კამარა ნახევარსფეროსებურია, ასევე საცხოვრებელ სათავსოებს. 2003 წელს აღდგა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სამონასტრო ცხოვრებაც განახლდა. ამჟამად მონასტრის წინამძღვარია თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე), ხოლო კეთილმოწესეა - მამა ნეოფიტე (კვიმსაძე).

შეგვეწიოს წმინდა მეფე არჩილის მონასტრის მადლი.

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1