წერაქვის მამათა მონასტერი
წერაქვის მამათა მონასტერი
წერაქვი - ფეოდალ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ცოლის მზითევში მოყოლილი ტერიტორია

ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი ქვემო ქართლში, მდინარე შულავერის წყლის მარცხენა შენაკადის ხევში, სოფელ წერაქვიდან 2,5 კმ-ს მანძილზე, გორაკებით ბუნებრივად მოზღუდულ, ტყიან, მყუდრო ადგილას მდებარეობს. მონასტერი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, მინაშენი ეკლესია, პატარა დარბაზული ეკლესია; კარიბჭე-სამრეკლო; მარანი და სამონასტრო დამხმარე ნაგებობა. მონასტერი გალავნითაა შემოზღუდული. ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი ნაკლებად შესწავლილია. მხოლოდ რამდენიმე მეცნიერი გაკვრით ეხება მის ხუროთმოძღვრებას. დ. ბერძენიშვილს განხილული აქვს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერა, რომელშიც "დიდი ფანასკერტელის" მიერ ეკლესიის "მეორედ განახლებაზეა" საუბარი. დავით ბერძენიშვილმა დაადგინა, რომ ეს პირი XV საუკუნეში მოღვაწე, ფეოდალი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილია, რომელიც XV საუკუნის მეორე ნახევარში ტაოდან გადმოვიდა შიდა ქართლში, ხოლო წერაქვი, დ. ბერძენიშვილის კვლევის მიხედვით, ცოლის მზითევში მოყოლილი ტერიტორიაა. შესაბამისად მას მიაჩნია, რომ ეკლესიის განახლება XV საუკუნის ბოლო მეოთხედში უნდა მომხდარიყო. მკვლევარი ეთანხმება არქიტექტორ თ. ქარუმიძეს, რომელმაც აზომა და აღწერა წერაქვის სამოანსტრო კომპლექსი და ღვთისმშობლის ეკლესიას XII საუკუნის ბოლოთი ან XIII საუკუნის დასაწყისით ათარიღებს.

KARIBCHE

უწმინდესისა და მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავრის, მეუფე გიორგის (ჯანმდელიანი) ლოცვა-კურთხევით ამ მადლიან მონასტერში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. მონასტრის წინამძღვარია იღუმენი ზენონი (დადვანი).

ვისაც სურვილი აქვს მცირედით მაინც დაეხმაროს წერაქვის მამათა მონასტერს, გთავაზობთ ანგარიშის ნომრებს:

"საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22;
მიმღების დასახელება: ღვთისმშობლის მიძნების სახელობის წერაქვის მამათა მონასტერი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000855952500






ბეჭდვა
1კ1