წელს, 14 მაისს, თამარობას სოფელ ვედრების მკვდრნი განსაკუთრებულად აღნიშნავენ
წელს, 14 მაისს, თამარობას სოფელ ვედრების მკვდრნი განსაკუთრებულად აღნიშნავენ
ქარელის რაიონის ამ ულამაზეს სოფელში მდებარე უძველესი, IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სტოაში, შესასვლელში მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით წმინდა მეფე თამარის სახელზე წმინდა ტრაპეზი იკურთხება. ღვთის შეწევნით და კეთილი ადამიანების დახმარებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ მცირე ზომის ეკლესიის კეთილმოწყობა. მონასტრის წინამძღვარია, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე). როგორც ტაძრის წინამძღვარმა იღუმენმა თეოდოსიმ (ხაჩიძე) გვითხრა, წმინდა თამარის ეკლესია რუის-ურბნისის ეპარქიაში დღემდე არ ყოფილა და ეს იქნება წმინდა თამარ მეფის სახელზე აგებული პირევლი ტაძარი. ამ ტაძრის სრულყოფილად მოყვანაში განსაკუთრებით წმინდა თამარ მეფის მოსახელეებმა მიიღეს. ზოგმა ანალოგია შესწირა, ზოგმა კანკელი, საზღვარგარეთიდანაც გაიღეს ემიგრანტებმა დახმარება. საკურთხეველი მოხატულია და ეკლსიის გახსნასაც თამარობის დღესასწაულზე მოხდება. სოფელ ვედრებაში 14 მაისს დღესასაწაულიც აღინიშნება.
ყველას ვუხდით უღრმეს მადლობას, ღმერთმა შეუწიროთ და წმინდა თამარ მეფის ლოცვა-კურთხევა არ მოკლებოდეთ მათ და სრულიად საქართველოს.

გთხოვთ შეეწიოთ ვედრების დედათა მონასტერს:

TBC ბანკი.
საბანკო კოდი: TBCBGE22.
მიმღები: გელა ხაჩიძე.
ანგარისწორების ანგარიში: GE68 TB71 8274 5062 1000 03.
ღმერთმა შეგიწიროთ.

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1