მეუფე იობის უთქვამს, როგორც უფალმა აღადგინა ლაზარე მკვდრეთით, ისე აღდგა ეს მონასტერიო
მეუფე იობის უთქვამს, როგორც უფალმა აღადგინა ლაზარე მკვდრეთით, ისე აღდგა ეს მონასტერიო
ძამის ხეობაში მდებარე ქოზეფას მამათა მონასტრისკენ მიმავალ უსწორმასწორო და რთულად სავალი გზის გავლის შემდეგ თვალწინ ისეთი სავანე გადაგვეშლება, რომ ყოველგვარი დაძაბულობა წამიერად გადის. მონასტერი მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით 1997 წელს დაფუძნდა.
მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების. ეს ვიცით იქიდან, რომ მთავარი ტაძრის კანკელი სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მოხატულობის კვალი აქა-იქ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავს ქვის წმინდა ტრაპეზი, უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. პირველი მოქმედი ტაძარი იყო წმინდა შიო მღვიმელის. მამებს მიწაში ჩაფლული დახვდათ. აქვეა ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობის, მართალი ლაზარეს აღდგინების ტაძარი, მამათა საძვალე. მეუფე იობის უთქვამს, როგორც უფალმა აღადგინა ლაზარე მკვდრეთით, ისე აღდგა ეს მონასტერიო. მეშვიდეა 13 ასურელი მამის სახელობისა - იოანე ზედაზნელის და ათორმეტ მოწაფეთა სახელობისა. ღვთისმსახურება შვიდსავე ტაძარში აღესრულება. მონასტრის წინამძღვრია არქიმანდრიტი ისაიას (გოგიბერიძე). შეგვეწიოს ქოზიფას მადლიანი სავანის მადლი.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1