ბერთას სამი მღველმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი
ბერთას სამი მღველმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი
ამ წმინდა მონასტერში მრავალი ადამიანი მოდის რწმენით და ძალიან ბევრი განკურნებულა სხვადასხვა დაავადებებისგან.
ბერთას სამი მღველმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი წალკის რაიონში სოფელ ბერთაში (ოლიანკა) მდებარეობს. მონასტერი, რომელიც თბილისიდან 120 კმითაა დაშორებული 2004 წელს, საქართველოს პატრიარქის ილია ლლ ლოცვა კურთხევით დაარსდა. მონასტრის დაარსებიდან 2004-წლიდან 2013-წლამდე მონასტრის წინამძღოლი იყო არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), რომლის სახელსაც უკავშირდება, ამ მონასტრის აღორძინება, ხოლო ამჟამინდელი წინამძღოლია იღუმენი ნიკოლოზ (გვარლიანი). უწმინდესის ლოცვა კურთხევით, 2013 წ-ის 19 დეკემბერს მონასტერს ოფიციალურად მიენიჭა სტავროპიგიამური მამათა მონასტრის ტიტული.

KARIBCHE

მონასტერს ასევე გააჩნია 12 კმ-ის მანძილზე მოშორებული სკიტი, სადაც თოვლიან და წვიმიან ამინში მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი მოლოცვა. მონასტერიში მთავარი ტაძარია სამი დიდი მღვდელმთავრის ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის სახელობის. რაც შეეხება მონასტერში არსებულ მცირე ზომის ბაზილიკურ ტაძარს და ტაძრის ქვემოდან აღმოცენებულ უხრწნელ წყალს, განსაკუთრებულია იმით, რომ ამ წყალში ბინადრობენ კალმახები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი არაბუნებრივი საქციელით, მაგალითად, ისინი არა ყველას არამედ მხოლოდ მათ მიერ გამორჩეულ ადამიანს აძლევენ მოფერების საშუალებას.

KARIBCHE
მიუხედავად იმისა, რომ, ამ აუზში მრავალი ადამიანი განიბანება კურნების მიზნით, ისინი აუზს არ ტოვებენ.
ასევე, ყოფილა შემთხვევა 2008 წელს და 2011 წელს, წითელ პარასკევს უპირატესი კალმახი იკლავს თავს (ყოველ თვით-მხილველს ასეთი შთაბეჭდილება რჩება), უპირატესს იმიტომ ვამბობთ, რომ ისინი იცავენ იერარქიას, გადმოცემის თანახმად უხსოვარი დროიდან ეს კალმახები მსგავსი სახით მხოლოდ წითელ პარასკევს კვდებიან. გასაოცარია ის ფაქტიც, რომ წყარო რომელიც ტაძრის საძირკვლიდან აღმოცენდება ნაკურთხი წყლის მსგავსად არ იხრწნება, ვფიქრობთ, ეს წყარო არანაკლებ გასაოცარია, ვიდრე კალმახები, რადგან ყოველი ადამიანი განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და სულიერ სიმშვიდეს განიცდის წყალში განბავის დროს. ამ წმინდა მონასტერში მრავალი ადამიანი მოდის რწმენით და ძალიან ბევრი ადამიანი განკურნებულა სხვადასხვა დაავადებებისგან.




ბეჭდვა
1კ1