სადგერის წმინდა გიორგის სულით ავადმყოფთა განკურნებას სთხოვდნენ
სადგერის წმინდა გიორგის სულით ავადმყოფთა განკურნებას სთხოვდნენ
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მდებარეობს სადგერის წმინდა გიორგის ძველი ტაძარი. დეკანოზ სვიმონ შოთაძეს (XV ს.) დაუწერია შესხმა სადგერის წმინდა გიორგისადმი, საიდანაც ვგებულობთ, რომ შოთაძეთა გვარი ყოფილა სადგერის ჯვრის მხლებელი და მცველი. დეკანოზ სვიმონსა და მის ძმას, ვასილს აუგიათ სადგერის ეკლესიის კარიბჭე. მშენებლობა გაგრძლებულა ორ წელიწადს: "ჩუენ ორთავ ძმათა (გვილხინენ), გუარჩამოთ შოთასძეთაო, ხელვყავით გება ტაძრისა ამ შენთა კარის ბჭეთაო, ორ წელ ვაგე, მიჰყავ ხელი, გავათავეთ კარის ბჭეო". სვიმონ შოთაძეს განუახლებია აგრეთვე სადგერის წმინდა გიორგის ჯვარი და ხატიც. თავისი ძლიერებით განთქმული ყოფილა სასწაულთმოქმედი და მკურნალი სადგერის წმინდა გიორგი, რომელიც კეთროვნებსაც არჩენდა. XVI საუკუნეში, თურქთა ბატონობისას, შოთაძეებს სადგერის წმინდა გიორგის ჯვარი და ხატი გადაუტანიათ ჩხარში და იქვე დასახლებულან. სადგერის ტაძარი დაცარიელებულა და გაპარტახებულა. იგი შემდეგ აღუდგენია ვახტანგ VI-ს.

KARIBCHE

ტაძარს აკრავს მაღალი კლდე და ღრმა ხევი. მასთან ერთადერთი მისასვლელი გამაგრებული ყოფილა გალავნითა და ციხე-კოშკებით. შიშიანობის დროს სოფელი აქ იხიზნებოდა. ერეკლე II-ს სადგერის ციხე გაუმაგრებია ზარბაზნებით. სოფლის საზღვარს აღმოსავლეთით გასდევს ქვითკირის კედლის საძირკველი. ეს სიმაგრეც ერეკლე მეფეს აუშენებია. აქ არის კლდეზე მიშენებული სამალავები.

სადგერში გიორგობას, აპრილში და ნოემბერში, დიდძალი მლოცველი მოდიოდა. ღამეს უთევდნენ, შესაწირს სწირავდნენ წმინდა გიორგის და სულით ავადმყოფთა განკურნებას სთხოვდნენ.

ბეჭდვა
1კ1