თანღილის მთავარანგელოზის მადლი შეგვეწიოს! - თანღილამდე მისასვლელი გზა რთულია, მაგრამ მადლიანი
თანღილის მთავარანგელოზის მადლი შეგვეწიოს! - თანღილამდე მისასვლელი გზა რთულია, მაგრამ მადლიანი
თანღილის მთავარანგელოზთა ტაძარი ზემო სვანეთში მდებარეობს. ამ მადლიანი ტაძრის მოლოცვა სქემიღუმენი ეგნატეს (კურტანიძე) დახმარებით შევძელი. საოცარი ადგილია, მიდიხარ უღრან ტყეში, გზად უგემრიელესი წყარო გვხვდება. მივყვებით ბილიკს, მივაღწიეთ მწვერვალს და უეცრად თვალწინ გადაგვეშალა წმინდა სავანე. მცირე სეფისკვერის ფორმის ტაძარს გარშემო პატარ-პატარა სენაკები აქვს. მადლის მოზღვავება მაშინვე შევიგრძენი. დაღლამ უეცრად გადამიარა და ცოტა ხნით გარინდებული დავრჩი. სვანური ტრადიციით, როცა ტაძარში შედის მლოცველი, ზარს რეკავს, ჩვენც არ დავარღვიეთ ეს ტრადიცია. საოცარი ფრესკები ვიხილე, უბრალო და მადლიანი ხელით დაწერილი, წლების ნალოცი ნამონასტრალის მადლი სულიერად გაპურებს... თანღილის ზარს წამოსვლისასაც შემოვკარით.

- როდესაც ამ ტაძარში პირველად ვწირე, რამდენიმე ადამიანი მახლდა, ერთ-ერთი იყო მგალობელი. მლოცველნი ისე ჩაებნენ გალობაში, რომ შეცდომაც არ დაუშვიათ. ეს ნიშანია იმისა, რომ ამ ტაძარში დიდი მადლი სუფევს. აშკარაა, რომ ადრე აქ მონასტერი იყო. საკურთხეველი იმდენად მცირეა, ორი ადამიანი თუ დაეტევა, რაც ბერულ, მონასტრულ მსახურებაზე მიუთითებს, - მიამბობს მამა ეგნატე.

ვიდრე სასულიერო პირი გავხდებოდი, მეუფე ილარიონი ბრძანდებოდა ამ ადგილას, ძალიან მოეწონა აქაურობა: - ორი სენაკიც რომ იყოს, ალბათ მარხვას აქ გავატარებდიო. დღეს უკვე აშენებულია მონასტერი, მაგრამ სასულიერო პირების ნაკლებობის გამო მონასტრული ცხოვრება, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს. ღვთის მადლით, აღორძინების იმედი გვაქვს.
ბეჭდვა
1კ1