ადამიანს სულიერება რომ ასწავლო ჯერ ადამიანობა უნდა ასწავლო
ადამიანს სულიერება რომ ასწავლო ჯერ ადამიანობა უნდა ასწავლო
ყურაქედის სახელწოდება ელია წინასწარმეტყველის ისტორიას უკავშირდება. სავარაუდოდ მისი ადრინდელი სახელი იყო ყორანის ქედი იმის ხსოვნის აღსანიშნავად, რომ ელია წინასწარმეტყველს ყორნები ასაზრდოებდნენ.
შთამომავლობას რომ არ დაევიწყებინა ამ ადგილის სიწმინდე, აუგიათ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.ყურაქედი სოფელ პატარა თხილნარაში, სოფელ ხცისის ჩრდილოეთის ქედზე მდებარეობს. ამჟამად აქ მხოლოდ ნასოფლარია. XVIII საუკუნეში ლეკიანობის გამო ეს სოფლები განადგურდა ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში აქ დასახლებულან ეთნიკური ოსები, XX საუკუნის 90-იან წლებში ეს სოფლებიც აყრილა. 2008 წლამდე აქ მხოლოდ ძველი ტაძრის ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი, ეს არ უშლიდა სოფლის მოსახლეობას სალოცავად ევლო ეკლესიაში. ღვთის წყალობით გამოჩნდა ადამიანი, სოფელ ხცისის მკვიდრი მალხაზ ბერიძე, რომელმაც მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით ნანგრევების ადგილას ააშენა შედარებით მცირე ბაზილიკური ტიპის ეკლესია, სადაც ძველი ტაძრიდან შემორჩენილი ქვებია გამოყენებული, 2009 წლის ზაფხულში აქ გაიხსნა მამათა მონასტერი, ხოლო 2009 წლის 23 ნოემბერს ( გიორგობას ), მეუფე იობმა ტაძარი წმიდა გიორგის სახელზე აკურთხა. მონასტერი სქემიღუმენი სვიმეონის (ცაკაშვილი), ახლა უკვე მეუფე სვიმეონის წინამძღვრობის პერიოდში აღორძინდა. მონასტრის წინამძღვარია მღვდელომონაზონი ზაქარია (ბაქრაძე).

KARIBCHE KARIBCHE

-მამა ზაქარია, როგორ დაარსდა ყორანქედის მონასტერი?

-მე და მეუფე სვიმეონი ადრე ყინწვისის მამათა მონასტერში ვცხოვრობდით. ისე მოხდა, რომ სამონასტრო ადგილს ვეძებდით და ღვთის შეწევნით აქ მოვედით. მეუფის მრევლის დახმარებით, აქვე დაბლა ბერიძეების ოჯახი ცხოვრობს და მათ დაიწყეს წმინდა გიორგის ტაძრის აშენება. მათი მეშვეობით და შუამავლობით გავიგეთ აქ ტაძრის მშენებლობის შესახებ. ადგილს ვეძებდით, კარგი სამონასტრო ადგილი რომ ყოფილიყო. მეუფეს მოეწონა ეს ადგილი და გადავწყვიტეთ აქ დავმკვიდრება. 2009 წელს გადმოვედით და დავიწყეთ მშენებლობა. უძველესი წმინდა გიორგის ტაძრის (VIII-IX ს.ს) გვერდით დიდი ზომის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აშენდა. ამ დიდ ტაძარში სამი ტაძარია, ილია წინასწარმეტყველის და გვერდებზე წმინდა ნიკოლოზის და წმინდა პანტელეიმონ მკურნალის. ღვთისმშობლის ტაძრის შესასვლელში რუისის დედათა მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მოზაიკაა. ეს სიმრგვალე რაც არის საკურთევლის მოზაიკა არის გამოტანილი. შიგნით ტაძარში ქართულ მოზაიკას ათონური სტილი აქვს დამატებული. ათონის მთის იატაკის ასლია. ძველი ქართული ასოებით აწერია-"სდქეთ, მტკიცედ და შეურყევლად". ეს არის მოწოდება ნებისმიერი მართლმადიდებლის. თორმეტი სიმბოლო, რომელიც გარშემოა 12 მოციქულს ნიშნავს. შუში კიდევ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადგომელს აღნიშნავს. მსოფლიოს ყველა კუთხიდან არის ჩამოტანილი წმინდა ქვები და იმით არის აწყობილი. ჩვენც შეძლებისდაგავარად რაზეც მიგვიწვდებოდა ხელი ის ჩამოვიტანეთ. კანკელი რაჭიდან, სოფელ პატარა ონიდან არის წამოღებული. შუაში რომ ორნამეტია რაჭის კანკელის ორნამეტია. ასევე არის სვეტიცხოვლის, სიონის, ბაგრატის ტაძრის ორნამეტები. აღსავლის კარებზე წმინდა მარიამ მეგვიპტელი და ბერი ზოსიმეა გამოსახული. ეს სინას მთიდან არის გადმოღებული. ტრაპეზის ქვევით ამოტვიფრულია ვარსკვლავი, როგორც იერუსლიმის ბეთლემის ტაძარშია. სიწმინდეები ხატებში გვაქვს ჩაბრძანებული, სამების ხატში მემრეს მუხის ნაწილია, წმინდა პანტელეიმონის ხატში, ამავე წმინდანის წმინდა ნაწილია მოთავსებული. წმინდა გიორგის ტაძარში რამდენიმე სიწმინდეა,- წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი, ექვსი ათასი გარეჯელი ბერის წმინდა ნაწილი, ანდრია პირველწოდებულის, წმინდა სპირიდონ ტრიმუფინტიელის ფაჩუჩის ნაწილი. პეჩორის ლავრიდან წმინდა ამპილოხის წმინდა ნაწილი.

KARIBCHE

ლოცვას გამთენიისას, 4 საათზე ვიწყებთ. შაბათ-კვირას წირვის მსახურება გვაქვს. ამ ორი ტაძრის გარდა ცოტა მოშორებით არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ის ტაძარიც მე მაბარია და დროს ვანაწილებ ხოლმე, თან მშენებლობასაც ვუძღვები. საკმაოდ დიდი მოანასტერია, ძმობა კიდევ არ ვართ ბევრი. სამი კაცი ამხელა მონასტრისთვის ცოტაა. ეტაპობრივად ვახერხებთ რომ გავუძღვეთ.

***
დღეს სამწუხაროდ ქართველი კაცი გადაჩვეულია შრომას. მშობლის, მეგობრის პატივისცემას. ადამიანს სულიერება რომ ასწავლო ჯერ ადამიანობა უნდა ასწავლო. თუ ადამიანი დაჭრილია, მას მკურნალობა სჭირდება, ბრძოლას ვერ ასწავლი. მონასტერში სამკურნალო უფრო მეტი მოდის, ვიდრე ბრძოლის შემსწავლელი ადამიანი. დღეს ცდუნებაც ბევრია. ჯერ მარტო სულ რომ არაფერი ისწავლოს, ერთი კვირა აქ რომ იყოს მშვიდად დამშვიდებული და სხვა აზრით მიდის მონასტრიდან. ერთ-ერთმა წმინდა მამამ თქვა, სულ რომ უცოდინარი და გაუნათლებელი იყოს ადამიანი და მხოლოდ ღვთისმსახურებას ესწრებოდეს, მსახურების დროს იმხელა მადლი მოდის, რომ აუცილებლად ღმერთი აცხოვნებს და შეეწევაო. ღმერთი შეგეწიოთ ყველა კეთილ საქმეში.


KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1