"ულუმბოს ღვთისმშობლის ეკლესიას, მე ალექსი ველიევი მეცადინეობითა ჩემითა შევუდექი აღმშენებლობას ამა ტაძრისას და შევასრულე"...
"ულუმბოს ღვთისმშობლის ეკლესიას, მე ალექსი ველიევი მეცადინეობითა ჩემითა შევუდექი აღმშენებლობას ამა ტაძრისას და შევასრულე"...
ულუმბოს მონასტერი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში შედის. მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი გაბრიელის (ტაბატაძე) წინამძღვრობით მონასტერში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. "კარიბჭელებმა" ქვედა ულუმბოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მასთან არსებული წმინდა მიქაელ ულუმბოელის სახელობის მამათა მონასტერი მოვილოცეთ. წინამძღვარმა, იღუმენმა ილიამ (ხაჩიძე) მონასტერში მისულები სულიერად დაგვაპურა, ტაძარში დაბრძანებული წმინდა ნაწილები მოგვალოცინა.
- ტაძრის ერთ-ერთი წარწერიდან ვგებულობთ, რომ აქ დიდი სამნავიანი სიონის ბაზილიკა ყოფილა,-გვიამბობს მამა ილია. ტაძრის ერთ-ერთ კედელზე წარწერა ამგვარად იკითხება: "1871 წელს, ხელდასხმულ ვიქმენ არხიეპისკოპოს ევსევის მიერ, მე მღვდელი ალექსი ველიევი". (სავარაუდოდ ველიშვილი იქნებოდა). "ულუმბოს ღვთისმშობლის ეკლესიას, მე ალექსი ველიევი მეცადინეობითა ჩემითა შევუდექი აღმშენებლობას ამა ტაძრისას და შევასრულე". დაუმთავრებია 1871 წელს და მისცა ეს ფორმა. XVI საუკუნეში ქუცნა ამირეჯიბი წერს, შევაგროვე ამა ტაძრის ნივთები და რაც შევძელი ისეთი ფორმა მივეციო. მტრის შემოსევების დროს დანგრეულა და გაპარტახებულა.

KARIBCHE

XII საუკუნეში მხოლოდ ტაძრის ნანგრევები იყო და ზედ ხეები ამოსულიყო. 1993 წელს, არქიმანდრიტი გაბრიელის (ტაბატაძის) წინამძღვრობით აღდგა ქვედა ულუმბოს ტაძარი და დაფუძნდა მამათა მონასტერი. აქაურობა თითქმის სამი საუკუნე იყო უფუნქციოდ დარჩენილი. ტაძარი მთლიანად მიწაშია ჩაფლული, სავარაუდოდ აქ განისვენებს წმინდა მიქაელ ულუმბოელი. როცა ტაძარში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩნდა საძირკველი, მას მერე აშენდა დიდი ტაძარი. ვახუშტი ბატონიშვილი XVII საუკუნის გეოგრაფიულ აღწერილობაში წერს: "ალს ზემოთ არის მონასტერი დიდშენი და მიქაელ ულუმბოელის საფლავიც მუნვე დევსო". რა იგულისხმა ვახუშტი ბატონიშვილმა, ვარაუდი გამოთქვა თუ აქ იყო და გადამალეს არავინ იცის. სამწუხაროდ, მეტი ცნობები არ მოგვეპოვება. ცნობილია ისიც, რომ ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატი ყოფილა დაბრძანებული და როცა უბრძოლიათ მტრის შემოსევების დროს (ბერებსაც უბრძოლიათ) და გამარჯვებულებმა თავიანთი დროშა ულუმბოს ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელ ხატს შესწირესო. 1993 წლის შემდეგ დაფუძნდა წმინდა მიქაელ ულუმბოელის სახელზე მამათა მონასტერი. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა.

მონასტერში სიწმინდეები გვაქვს: წმინდა დიდმოწამეების-დავით და კონსტანტინესი, ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებლის, წმინდა, ღირსი შიო მღვიმელის, დიდმოწამე გიორგის, მოწამე ბარბარესი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი.
გაიხარეთ და დალოცვილები გამყოფოთ ღმერთმა. კარგ საქმეს ემსახურებით. ღვთის სიტყვა მიგაქვთ ხალხამდე. ეს აუცილებელია, როგორც სასულიერო პირისთვის ასევე ერის ხალხისთვისაც.

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1