იტრიის სამონასტრო კომპლექსი XVI საუკუნის მეორე ნახევარში ააგო კათალიკოს-პატრიარქმა დოროთეოზ III -მ. მას მეფე გიორგი IX-სგან დიდ ფასად შეუძენია სოფელი იტრია
იტრიის სამონასტრო კომპლექსი XVI საუკუნის მეორე ნახევარში ააგო კათალიკოს-პატრიარქმა დოროთეოზ III -მ. მას მეფე გიორგი IX-სგან დიდ ფასად შეუძენია სოფელი იტრია
სურამში მიმავალმა ვისაც არ უნდა ჰკითხოთ იტრიის ღვთისმშობლის მიძინების მადლიანი ტაძარში როგორ უნდა მიხვიდეთ, უდავოდ ყველა მიგასწავლით. ტაძართან დედათა მონასტერიც არის დაფუძნებული. მისასვლელი გზა ფრიად კარგია. ისტორიას თუ გადავხედავთ გავიგებთ, რომ იტრიის სამონასტრო კომპლექსი XVI საუკუნის მეორე ნახევარში ააგო აღმოსავლეთ საქართელოს კათალიკოს-პატრიარქმა დოროთეოზ III -მ. მას მეფე გიორგი IX სგან დიდ ფასად შეუძენია სოფელი იტრია. იტრიის ყოველადწმინდის სახელობის დანგრეული ეკლესიის ადგილზე დოროთეოზს თავისთვის და თავისი სახლისთვის კარგი მონასტერი აუგია. იმ პერიოდში ქვეყანას შაჰ თამაზი შემოსევია. აშენებული იტრია და სოფელი მტერმა ააოხრა, თუმცა დოროთეოზმა მაინც მოახერხა და განაახლა მონასტერი. მას მონასტრის მშენებლობაში ქართლის მეფეები დაეხმარნენ. იტრიის სამონასტრო კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ტაძარი სამრეკლო და გალავანი. მონასტერი ბაზილუკური ტიპისაა და სამნავაინია. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით. ტაძარი შიგნიდან შელესილი და გათეთრებულია. სამრეკლო აგებულია 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლოზის დაკვეთით.

იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან უკვე რამდენიმე წელია დედათა მონასტერია დაფუძნებული. ამჟამად მონსტრის წინამძღვარია იღუმენია სიდონია (თურმანიძე).

KARIBCHE


KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1