როგორ გამოიყურება ახლადგამოვლენილი იშხნის იატაკი
როგორ გამოიყურება ახლადგამოვლენილი იშხნის იატაკი
რამდენიმე დღის წინ,ტაო-კლარჯეთში, იშხნის რესტავრაციის დროს, მკვლევარებმა ტაძრის იატაკი აღმოაჩინეს.
იატაკის ერთი ნაწილი პირველად 3 წლის წინ, სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისთანავე, ინტერიერში მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა. მაშინ მხოლოდ მცირე ფრაგმენტების დაფიქსირება მოხერხდა, რომელსაც რესტავრატორებმა მალევე კვლავ მიწა მიაყარეს.

მას შემდეგ, რაც იშხნის რესტავრაციის დროს (თურქმა რესტავრატორებმა) ტაძრის იატაკი მთლიანად გაწმინდეს, გამოჩნდა, რომ იატაკი სრულად ყოფილა დაცული დასავლეთ მხარეს. ფრაგმენტები გადარჩენილა გუმბათქვეშა სივრცეშიც – ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში.

როგორც ჩანს, მთელი ტაძარი ასეთი იატაკით იყო დაფარული. მასალა: კირხსნარი – თეთრად, აგურისფრად და შავად დაფერილი.

VII საუკუნეში აგებულმა, IX-ში მეორედ აშენებულმა და X-ში გაფართოებულმა იშხნის ტაძარმა საბოლოო სახე 1032 წელს მიიღო, ბაგრატ IV-ის მეფობის ჟამს, ანტონ იშხნელის ეპისკოპოსობისას, ხელითა ხუროთმოძღვარ იოვანე მორჩაისძისაითა.

სტილის მიხედვით და ტაძრის ისტორიის გათვალისწინებით, იატაკიც 1032 წლის რეკონსტრუქციის პერიოდისა უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ ეს ახალი ნიმუში დიდ მსგავსებას ავლენს ბაგრატის ტაძრის ასევე ახლადგამოვლენილ იატაკის ფრაგმენტებთან.
ასეთი სიძველის, ასეთი სისრულისა და ასეთი მხატვრული შესრულების იატაკი არცერთ სხვა ქართულ ტაძარს არ შერჩენია!

ავტორი: ბუბა კუდავა

წყარო: bu.com.ge

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1