ხაშურის რაიონში, ტილიანას ხეობაში მდებარე სოფელ ქვემერტში, წმინდა ნინოს და მისი მშობლების, ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს
ხაშურის რაიონში, ტილიანას ხეობაში მდებარე სოფელ ქვემერტში, წმინდა ნინოს და მისი მშობლების, ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს
ყველა მიტოვებულ ტაძარს თავისი ანგელოზი ჰყავს
ხაშურის რაიონში, ტილიანას ხეობაში მდებარე სოფელ ქვემერტში, წმინდა ნინოს და მისი მშობლების, ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. კომუნისტების პერიდოში ტაძარი ფერმად იყო ქცეული. ღვთის წყალობით, დროთა განმავლობაში ფერმა დაინგრა და ტაძრის საძირკველი გამოჩნდა. -მრავალი წელი გვქონდა სურვილი ეს ტაძარი აღგვედგინა. არც სპონსორი გვყავდა, არც პირობები გვიწყობდა ხელს. მოვიდა ჟამი და 2015 წელს, მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ტაძრის მშენებლობა, რომელიც დღემდე არ დასრულებულა, - ამბობს მამა გიორგი ცქიფურიშვილი. - ღვთის შეწევნით და წმინდა ნინოს დახმარებით ვაშენებთ ღვთის სახლს და იმედი გვაქვს, რომ ამ წელიწადში სრულყოფილ სახეს მივცემთ.
ჩემი მიზანი და მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევაა, ამ ხეობაში აღდგეს ეკლესია -მონასტრები და ღვთისმსასურება აღევლინებოდეს. ყველა მიტოვებულ ტაძარს თავისი ანგელოზი ყავს. ანგელოზმა, მფარველობა გაუწიეს და მოგვიყვანეს ჩვენც და მშენებლებიც და ასე დავინტერესდით ტაძრის აშენებით.

KARIBCHE

ამჯერად კარნიზის მშენებლობა მიმდინარეობს. კარნიზი ძვირადღირებულია და მისი შეძენა მეუფე სვიმეონის გულიხმიერებით და დახმარებით შევძელით. შემდეგ სახურავზე გადავალთ და შიდა სამუშაოებს დავიწყებთ. ჩვენი სურვილია, სახურავში მოექცეს ტაძარი და რაც გაკეთებულია ის შევინარჩუნოთ. წელს თუ ვერ მოხერხდა ტაძრის კურთხევა და ბოლომდე მიყვანა, წვიმისა და ნალექის შედეგად იმასაც ვერ შევინარჩუნებთ რაც გავაკეთედ.
ბეჭდვა
1კ1