ლუბრუმის ღვთისმშობელი ყველას ეწევა, ყველა ითხოვს მისგან შეწევნას
ლუბრუმის ღვთისმშობელი ყველას ეწევა, ყველა ითხოვს მისგან შეწევნას
ლუბრუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი XVII საუკუნეშია აგებული. მონასტრის ეზოში მდებარე საფლავის ქვების წარწერებიდან ვგებულობთ, რომ XVII საუკუნეში ვინმე ყვიბისის დიაკვანმა ეს ქვა თავის მამას დაუდგა.- " ეს ქვა დავუდგი ჩემს მამას". ამ თარიღიდან უნდა ვიგულისხმოდ, რომ XVII საუკუნეში ყოფილა აქ სოფელი გაშენებული. კომუნისტების დროს ტაძარი გადაუხურავთ და პირვანდელი სახე მიუციათ.

-მომდევნო წლებში, 2001 წელს, ჩემი თაოსნობით და მრევლის დახმარებით ტაძარი როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც აღვადგინეთ და პირვანდელი სახე მივეცით. ერთ ნავიანი ბაზილიკუტი ტიპის ტაძარია. ხატწერა გია კვიპრაძეს ეკუთვნის,-აღნიშნა საუბრისას მამა გიორი ცქიფურიშვილმა, რომელიც ხაშურის წმინდა ბარბარეს, ახალსოფლის მაცხოვრის შობის, ნარვანის ყოვალდწმინდა სამების, ლუბრუმას დედათა მონასტრის ღვთისმშობლის შობის, კლდისწყაროს წმინდა გიორგის და ნიკორთის მამათა მონასტრის ღვთისშმობლის შობის სახელობის ტაძრებს წინამძღვრობს. - ტაძარში დაბრძანებულია ლუბრუმის ღვთისმშობლის უძველესი ხატი,- განაგრძობს საუბარს მამა გიორგი. - მახსოვს ჯერ კიდევ ჩემს ახალგაზრდობაში ეს ხატი გარეთ უყურადღებოდ იყო დაბრძანებული. მოგეხსენებათ მაშინ კომუნისტური რეჟიმი იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა. ხატმა ყოველგვარ სიძნელეებს გაუძლო და ჩვენამდე ასეთი სახით მოაღწია. შარავანდედი დაზიანებული აქვს, ლუბრუმის ღვთისნშობლის ხატი განსაკუთრებით დაგვეხმარა მონასტრის მშენებლობაში, დავაბრძანებდით ოჯახებში და წირავდნენ გარკვეულ გასამრჯელოს. ასე მოხდა ამ ტაძრის აღდგენა და მონასტრის დაფუძნება. მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, დედა სიდონია, ახლა უკვე იღუმენია სიდონია, 2007 წელს მოვიდა ამ მონასტრეში. მას შემდეგ აქ ბრძანდებოდა სულ მარტო. მონასტრის წევრიც არ ჰყოლია. მონასტრეს ბევრი რამ შესძინა, ბევრი რამით დაამშვენა.

KARIBCHEლუბრუმის ღვთისმშობელი არის მეძუძურ და მიდგომილ ქალბატონთა მფარველი ხატი. ბევრი სასწაულები აღვლენილა ამ ტაძარში. ეს ტაძარი ნახევარი ხაშურის სალოცავი იყო და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსახლეობა. ლუბრუმას ღვთისმშობლის ხატი მსწრაფლშემსმენელია, აქედან გამომდინარე ეხმარება უშვილო წყვილებს და ვინც გულით სთხოვს ყველას შეეწევა.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ, აქვე ახლოს ერთი გორაა და ერთ-ერთი მექანიზატორმა ასეთი ამბავი მოყვა: როცა ამ ხეობისკენ მოვდიოდი აღმართიდან დაბლა ვეშვებოდი, ამ დროს მუხრუჭი მომიწყდა, გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და დახმარება ლუბრუმის ღვთისმშობელს ვთხოვე და ასე გავაგრძელე გზა მშვიდობით. ბევრი სასწაულების მთქმელია ირგვლივ მოსახლეობა. ლუბრუმის ღვთისმშობელი ყველას ეწევა, ყველა ითხოვს მისგან შეწევნას. აქ ბევრი მოდის და ნუგეშით მიდის. შეგევწიოს ლუბრუმას ღვთისშმობლის ხატი.

ბეჭდვა
1კ1