კაცხის ტაძარი ბაღვაშთა ძლიერ ფეოდალურ გვარს ეკუთვნოდა და მათი საგვარეულო სამარხი იყო
კაცხის ტაძარი ბაღვაშთა ძლიერ ფეოდალურ გვარს ეკუთვნოდა და მათი საგვარეულო სამარხი იყო
ჭიათურაში, კაცხის სვეტისკენ მიმავალ გზაზე კაცხის ტაძარი შეგხვდებათ. კარიბჭესთან გამოკრული აბრა გვამცნობს, რომ ტაძარი X-XI საუკუნეშია აგებული. ძირითადი ნაწილი დამთავრებულია 1010-1014 წლებში, ხოლო ტაძარი მთლიანად ბაგრატ III დროს არის დასრულებული. გარშემოსავლელი XI საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. ტაძარი ბაღვაშთა ძლიერ ფეოდალურ გვარს ეკუთვნოდა და მათი საგვარეულო სამარხი იყო. აქ არის დაკრძალული ბაგრატ IV-ის მძლავრი მოქიშპე, ცნობილი ლიპარიტ ლიპარიტის ძე, რომელიც 1064 წელს გარდაიცვალა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებუი ტაძარი აღადგინა მისმა ახალმა მფლობელმა აბულახსარ ამირეჯიბმა. XVII-XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების სამფლობელო იყო. 1854 წელს ტაძარი საფუძვლიანად შეაკეთეს: ძირითადი ნაწილის კედლები ახალ პერანგში ჩასვეს. ძველი სახე შერჩა მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს. სამრეკლო XV-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.

KARIBCHE KARIBCHE

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა ცუხიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი პირველი აღწერა კაცხის ტაძრისა ეკუთვნის პლატონ იოსელიანს 1845 წელს. მისი სიტყვებით ტაძარის ირგვლივ იყო მაღალი ცაცხვის ხეები. აშენებულია 1032 წელს ქართველი მეფის ბაგრატ IV კურაპალატის და მისი მეუღლის ელენეს მიერ, რომელიც ბერძენი იმპერატორი რომან არგირის ძმისშვილი იყო. კაცხის ტაძრის ანაზომები გაუკეთებია ჯერ ფრანგ არქიტექტორ რიოარდს ხოლო მოგვიანებით კი მოგზაურ დიუბუას, რომელსაც დაუკოპირებია შემდეგი წარწერა: " ქ. სამებაო მოიხსენე წყალობით სული ჯიხუაის-ძისა ამის ეკლესიისა ამის მოძღუარისა ამინ. " დიუბუას სიტყვებით იგი ნამდვილად ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენს და გამოთქვამს მოსაზრებას რომ უნდა იყოს ნიკორწმინდის თანადროული. მისი გადმოცემით, ტაძარში ოთხი საკურთხეველია ერთი ცენტრალური -მაცხოვრის ამაღლების, მეორე - წმინდა ნიკოლოზის, მესამე - მთავარანგელოზ მიქაელის და მეოთხე - ღვთისმშობლის შობის. გურიის ეპისკოპოსი ექვთიმე იყო ტაძრის წინამძღვარი 1838 წლამდე. დანარჩენი დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა მოიპოვებოდეს აბაშიძეების საგვარეულო არქივში.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1