15 ივლისს, ტაძრის დღესასწაულზე ხდება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელის გადმობრძანება ტაძარში და მორწმუნე ერს ეძლევა საშუალება თაყვანი სცეს ამ უდიდეს სიწმინდეს
15 ივლისს, ტაძრის დღესასწაულზე ხდება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელის გადმობრძანება ტაძარში და მორწმუნე ერს ეძლევა საშუალება თაყვანი სცეს ამ უდიდეს სიწმინდეს
წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცი (თაყაიშვ¬ლი) აღნიშნავს, რომ ". . . ახალ ზუგდიდში სასახლის სობორო არის ქვისა, ქართულ გეგმაზედ აშენებული, ლევან V დადიანის დროს, როგორც წარწერიდან ჩანს, მშენებლობა დაწყებულა 1825 წელს და დამთავრებულა 1830 წელს."
ასაშენებელი ფული იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოუგზავნა სამეგრელოს მთავარს და თან დაუბრუნა ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი თავისი სარტყლით.
XVIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი გურიელმა იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-სთან საბრძოლველად წამოსულმა "განძარცვა" ეს ხატი და ჰყო სამკაულად თვისად. 1805 წელს სამეგრელოს მთავრინა ნინომ სამეგრელოს დეპუტაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ დიდი ნიკო გიორგის ძე დადიანი, ბეჟან მანუჩარის ძე დადიანი და კარის დეკანოზი იოანე იოსელიანი სამეგრელოს ხალხის სახელით მიართვა ხატი ხელმწიფე იმპერატორს, მან კი ძვირფასად შეამკო და დაუბრუნა სამეგრელოს ხალხს და ბრძანა მის სახელზედ აშენებულიყო ეკლესია, ხოლო ადგილს დარქმეოდა გრიგოლიპოლისი, გრიგოლ დადიანის პატივსაცემად.

KARIBCHE

როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, ვლაქერნის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ყოვლადწმიდა სარტყლის ნაწილთან ერთად, რომელმაც არაერთხელ იხსნა განადგურებისაგან კონსტანტინეპოლი, სადადიანოს სათაყვანო უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენდა. წმინდა ექვთიმე ღმრთისკაცი სიწმინდეების პარიზში გახიზვნამდე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სარტყელი უკვე ხატს არ ჰქონდა. ისტორიული მნიშვნელობის მქონე სამეგრელოს მთავართა დადიანთა და ზუგდიდის ვლაქერნის ტაძრის ერთ–ერთი უძვირფასესი სიწმინდე – ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი მასში ჩატანებული ღმრთისმშობლის სარტყლით, ამჟამად დაბძანებულია ხელოვნების მუზეუმში.
ტაძრის მახლობლად მდებარე დედოფლის სასახლეში, რომელიც 1923 წლიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის და წმინდა დიდმოწამე გიორგის ძვლები. წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავი და წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, ღრუბლის ნაწილი, რომლითაც ასვეს ძმარი მაცხოვარს და მრავალი სხვა საეკლესიო სიწმიდე, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა ეკლესიებიდანაა აქ ჩამოტანილი, რათა გადაერჩინათ ათეისტური ხელისუფლებისაგან განადგურებას. ასევე აქ მდებარეობს საკათედრო ტაძრის ოთხი დიდი ზომის მოოქროვილ პერანგიანი ხატი. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი ღმრთისმშობლის სარტყლის დადების სახელობისაა (დღესასწაული 31 აგ¬ვისტო – ახ. სტ. 13 სექტემბერს).

KARIBCHE

15 ივლისს, ტაძრის დღესასწაულზე ხდება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელის გადმობრძანება ტაძარში და მორწმუნე ერს ეძლევა საშუალება თაყვანი სცეს ამ უდიდეს სიწმინდეს. ტრადიციულად ამ დღეს სადღესასწაულო წირვაზე ზუგდიდში უამრავი სტუმარი მობრძანდება. ეს დღეც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა საერთო-სახალხო ზეიმად და მას "ვლაქერნობას" ეძახიან.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1