მეუფე საბას (ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით პენსილვანიაში აწყურის ღვთისმშობლის სახელზე ახლადაგებული ტაძარი იკურთხა...
მეუფე საბას (ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით პენსილვანიაში აწყურის ღვთისმშობლის სახელზე ახლადაგებული ტაძარი იკურთხა...
-მრავალმა გასაჭირმა, პოლიტიკურმა და ეკონომიურმა სიდუჭირემ ჩვენი თანამემამულენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტა. გაჩნდა საკუთარ ქვეყანასთან გაუცხოების საშიშროება. ზიარებასა და რელიგიურ ცხოვრებას მოაკლდა ათასობით შვილი დედა ეკლესიისა. ეკლესია კი ერთნაირად უნდა ზრუნავდეს ყოველ სულზე. სწორედ ეს ზრუნვა გახდა მიზეზი იმისა რომ შექმნილიყო უცხოეთის ეპარქიები,-გვესაუბრება პენსილვანიის აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე:

წმიდა ილია მართალი ბრძანებს: ,,საქართველოს ეკლესია მუდამ თავდებობით პატრონობდა საკუთარ მრევლს". სწორედ ამ მუდმივი პატრონობის გამო, 2009 წელს წმინდა სინოდის განჩინებით შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია და მის მმართველად ბათუმისა და სხალთის მიტრიპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)დადგინდა. აქედან იწყება ახალი სუნთქვა ქართული დიასპორისა. ამერიკაში შეიქმნა ქართული სამრევლოები. მათგან ერთ-ერთია ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო, რომელიც თავდაპირველად ნაქირავები შენობის ტერიტორიაზე განთავსდა. ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა მას თვისტომთა შესაკრებელი ადგილი ეგულება. მით უფრო თუ ის ეკლესიაა და იქ შეუძლია საკუთარ ენაზე აღავლინოს უფლის სადიდებელი. ემიგრაციაში და არა მარტო აქ, ადამიანის ეროვნული იდენტობის გამსაზღვრელია ენა და სარწმუნოება. რაც მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება შეინარჩუნო.

KARIBCHE KARIBCHE

***
2014 წელს, წმინდა სინოდმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად გამოარჩია და ხელი დაასხა ფილადელფიის წმიდა გიორგის სამრევლოს წინამძღვარს, არქიმანდრიტ საბას (ინწკირველი). მეუფე საბას ღვაწლი განუზომლად დიდია ჩვენს სამრევლოში და მთლიანად ეპარქიაში. მისი ღვაწლით გამრავლდა და გაძლიერდა ჩვენი სამრევლო. პატარა ადგილი ვეღარ იტევდა მრევლის სიმრავლეს. ყოველივე ამან კი განაპირობა ახალი ფართის მოძებნის აუცილებლობა. ქართველთა ერთიანობას მოხედა უფალმა და მათ მიერ შეძენილი იქნა მიწის ნაკვეთი თავისი შენობით.

საკუთრების განცდით გაჩენილმა სიხარულმა გააასკეცა ქართველთა მონდომება. დიდი თუ პატარა ყოველ თავისუფალ დროს მოდიოდა პატარა საქართველოდ წოდებულ, უკვე საკუთარ მამულში და ხელებდაკაპიწებული შრომობდა. ამ შრომის ნაყოფია სწორედ ის ეკლესია, რომლის კურთხევაც 2016 წლის 21 მაისს შედგა. რადგან პენსილვანიის სამრევლო წმიდა გიორგის სახელობისაა, ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი ტაძარი ვის სახელზე გვეკურთხებინა. სამომავლოდ, დაგეგმილია ამავე ტაძრის ეზოში ქართული არქიტექტურით წმიდა გიორგის სახელზე ჯვარ- გუმბათოვანი ტაძარი აიგოს.

KARIBCHE
***
სამყაროს დედოფალმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, მისი წილხვედრი ქვეყნის შვილები არც უცხოეთის ცის ქვეშ მიგვატოვა და ტაძრის გახსნის წინა დღეებში მისი უწმიდესობის კათოლიკოს -პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა -კურთხევით, ამერიკას სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია (ნასიძე) ანსამბლ "ალილოსთან" ერთად გვესტუმრა, რომლებმაც ეპარქიაში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმსობლის ხატი მოაბრძანეს. მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით, სწორედ აწყურის ღვთისმშობლის სახელზე იკურთხა ახლადაგებული ტაძარი.

სამომავლო გეგმები დიდია, იზრდება დიასპორა, მეტი ხალხი მოდის და ნაკლებად მიდის, ამასთანავე იქმნება ოჯახები. პარალელურად იზრდება ეკლესიის როლი და საზრუნავიც. მეუფე საბას კეთილგონივრული ღვაწლით ეკლესია ასრულებს თავის სულიერ მისიას და კრებს ქრისტეში ჩვენს ერთობას.

შენობაში, გათვალისწინებულია რამდენიმე საკლასო ოთახის განთავსება, სადაც მოეწყობა ბავშვებისათვის საკვირაო სკოლა, ისინი აქ ისწავლიან ქართულ ენას, საქართველოს ისტორიასა და საღმრთო სჯულს. აქვე იქნება ცეკვისა და სიმღერის სტუდიები. ჩვენი მოვალეობაა მომავალ თაობაში ჭეშმარიტ რელიგიასთან ერთად ყოველივე ქართული შევინარჩუნოდ. ჩვენზე და ჩვენს ზრუნვაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ქრისტიანები გაიზრდებიან და როგორ შევაყვარებთ სამშობლოს. მრავალი მათგანი აქ დაბადებულია და სამშობლოს აღთქმა მათში სწორედ ჩვენი ზრუვით იწყება. ეკლესიის ეზო გვაძლევს საშუალებას რელიგიურთან ერთად მოეწყოს ეროვნული დღესასწაულები. ამერიკაში ქართულ საელჩოსთან ერთად დაწესდა და ყოველწლიურად აღინიშნება 26 მაისის დღესასწაული. მეუფე საბას ზრუნვა და შრომა ფასდაუდებელია მთელს ეპარქიაში და განსაკუთრებთ კი პენსილვანიის შტატში, რადგან მისი სამღვდელო მსახურება სწორედ აქედან დაიწყო.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1